ააიპ "იპოთეკით დაზარალებულთა ცენტრი" განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან სულქაველიძე-სიხარულიძე, მიმდინარე
წლის 12 სექტემბერს, ლადო მესხიშვილის თეატრში ბიძინა ივანიშვილისა და
იმერეთის რეგიონის ჟურნალისტების შეხვედრის დროს, შენობის მიმდებარედ
განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"იპოთეკით დაზარალებულთა ცენტრის" განცხადების ტექსტს უცვლელად
გთავაზობთ:
"არასამთავრობო ორგანიზაცია იპოთეკით დაზარალებულთა ცენტრი არის
აპოლიტიკური ორგანიზაცია. ისინი არ ემხრობიან არც ერთ პოლიტიკურ
პარტიას. განსაკუთრებით, ემიჯნებიან "თავისუფალ ზონასა" და
"ნაციონალურ მოძრაობას".
ჩვენ ვიყავით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად, რაც ვერ
მოვახერხეთ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელთა არასწორი ქმედებების
გამო. მასმედიის საშუალებით გავრცელდა აზრი, რომ "თავისუფალ ზონასთან"
ვასოცირდებოდით, რაც არასწორია.
ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე მოთხოვნები
ხელისუფლებასთან. გვინდოდა მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია ბატონ
ბიძინა ივანიშვილსთვის, რაც ითვალისწინებს არ გამოსახლდეს მოსახლეობა,
მოხდეს მათი ერთადერთი სახლის შენარჩუნება, რომ გადარჩეს ქართული
ოჯახები.
მოგიწოდებთ ყველას, ვაკეთოთ ქართული საქმე. ძლიერი ოჯახი, ძლიერი
სახელმწიფოა," – აღნიშნულია განცხადებაში.
იპოთეკური სესხით დაზარალებულები 2016 წლის 12 სექტემბერს ქუთაისში
ბიძინა
ივანიშვილთან შეხვედარას ითხოვდნენ. თუმცა, მათ
ყოფილი პრემიერი არ შეხვდა. ივანიშვილს ქუთაისში "თავისუფალი ზონის"
წარმომადგენლები
აქციით დახვდნენ.
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქუთაისში
საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის
პრეზენტაციას დაესწრო, ხოლო შემდგომ მესხიშვლის
თეატრის შენობაში იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები