ქალაქ ვანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მიმდინარე წლის 23
აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ ქუთაისიპოსტისთვის მიწოდებული
ინფორმაციით, ენერგომომარაგება 10 600 აბონენტს შეუწყდება.
"დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ძაბვის მიწოდება
07:00-13:00 საათამდე შეუწყდებათ მომხმარებლებს ქალაქ ვანში და
სოფლებში ზედა ვანი, ბზვანი, დიხაშხო, ციხესულორი, სალხინო, შუამთა,
ისრითი, გადიდი, ონჯოხეთი, ზეინდარი, ფერეთა, საპრასია, უხუთი,
ამაღლება, მუქედი, ყუმური, ტობანიერი. მომხმარებელთა ენერგომომარაგება
სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება," – აცხადე3ბენ
კომპანიაში.
ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა მაღალი
ძაბვის ქვესადგურში მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად
ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები