სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სურსათის შეძენას ისეთ
ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო
პირობები, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
"ტემპერატურის მატების გამო, გარე ვაჭრობის ადგილებში განსაკუთრებით
საშიშია მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და
ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, მალფუჭებადი
საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. სურსათის ეროვნული სააგენტო
გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს
უქმნის თქვენს ჯანმრთელობას", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები