განცხადებები
„ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
FaceBook
„ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების" ანაზღაურებად პროგრამას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტები და ახალ კურსდამთავრებულები, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტები კომპანიაში 2 თვიან სტაჟირებას გაივლიან.

"შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლოატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელექტროგადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელმრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი) და სხვა“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.energo-pro.ge

სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება თავისუფალ თემაზე „მომავლის ენერგეტიკა“, რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას
აგროვებენ.
21:26 / 04.05.2020
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას აგროვებენ.
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
11:14 / 08.03.2020
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.