რეკლამა
კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ზაჰესის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სვეტიცხოვლობა მიულოცა და საარჩევნო პროგრამის პრორიტეტები გააცნო.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარების გზებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებსა და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევის მნიშვნელობაზე.

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარი განვითარების აუცილებლობას.

"ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებმა მოქალაქემ დედაქალაქი იგრძნოს საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე. საჭიროა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა ყველა რაიონში, რითაც ნებისმიერი თაობის ადამიანი ისარგებლებს და ეს მუნიციპალური პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას. მანვე ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება.

"ხვალ და ზეგ თქვენთან შეხვედრის მე არ შემრცხვება, რადგან 4 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ საუკეთესო პროექტებს, გავატარებთ საუკეთესო რეფორმებს, რომლითაც თითოეული თქვენგანი, ჩემთან ერთად იამაყებს", - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

ზაჰესის დასახლებაში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია და "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.