ახალი ამბები
პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ვაგონშემკეთებელთა ჰოლდინგში შემავალ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა მეტალურგიულ კომბინატში გაიმართა.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე წარმოების თანამშრომლებს ქვეყნის სწრაფი განვითარების პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ასევე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

"სწრაფი ეკონომიკური განვითარება პარტია,,ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს", - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

"რუსთავის სამრეწველო და სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური საინჟინრო კადრების პოტენციალის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დავაყენებთ რუსთავის თავისუფალი ეკონომიკურ-ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭების საკითხს. ვაგონშემკეთებელ ჰოლდინგში შემავალი საწარმოები უნიკალურია თავისი საქმიანობით და წარმოებული პროდუქციით. ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ მოახერხა და წარმოება გადააიარაღა იმგვარად, რომ ვაგონებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი დეტალების უმრავლესობა ადგილზე მზადდება.

სულ ახლო წარსულში კი აღნიშნული დეტალები ჩინეთიდან შემოდიოდა. ამ ტიპის საწარმოები კი კიდევ მეტად იქნება წახალისებული და მხარდაჭერილი", - აღნიშნა პაატა მხეიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.