რეკლამა
ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა (R)
FaceBook
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს.

ქუთაისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი.

გიორგი იაკობიძე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორი: „თეგეტა მოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხი, სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რასაც, ერთი მხრივ, ქსელის გაფართოებით, მერე მხრივ კი თანამედროვე, დისტანციური სერვისებით უზრუნველვყოფთ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.


ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ რეზერვაციითაც ისარგებლებს.

ფილიალში შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:

• ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა
• ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
• საბურავების სერვისი
• ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა
• აკუმულატორების შეცვლა
• ნათურების შეცვლა და ფარების გასწორება
• კონდიცირების სისტემის დატუმბვა

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში, წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ზეთები, ანტიფრიზები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და ავტომობილისათვის საჭირო პროდუქტები.

„თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30-ამდე, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.