როგორ შეგიძლია მოიპოვო შიდა დაფინანსება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
16:14 / 18.05.2021
თუკი აბიტურიენტი ხარ და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებ,
ალბათ გაინტერესებს, დაფინანსების რა ვარიანტებს გთავაზობენ თავად
უნივერსიტეტები გარდა სახელმწიფო გრანტისა.
მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
(CIU) შეთავაზებებს და შენთვის მორგებული საუკეთესო მოდელი
ამოარჩიო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მოტივაციაზე
პირველივე სემესტრიდან ზრუნავს. აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა და
აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
CIU- ში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, მხოლოდ
აკადემიურ ცხოვრებაში არ გამოიხატება. პროგრამის დასრულებამდე, წლების
განმავლობაში ახალგაზრდები აქ პროფესიულ ცოდნასთან ერთად, იმ
უნარებსაც იძენენ, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად,
თვითრეალიზაციისთვის.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული
ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში,
რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში
ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის
სურვილი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.
ახალი წარმატებებისთვის ბრძოლის სურვილი კი შიდა დაფინანსების
სხვადასხვა მოდელებითაა გამყარებული. სტუდენტები, რომლებიც მაღალ
აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, შემდეგი სემესტრიდან სემესტრული
საფასურის 100, 50 ან 20%-იან სტიპენდიას მოიპოვებენ.
ყველაზე მთავარი - უმაღლესი სასწავლებლები პრიორიტეტების
მიხედვით
ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ
ნომრად 115-ს შემოხაზავს, პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან
სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს.
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი მიიღებ ან 100 ლარიანი
ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში ან ლეპტოპს.
სახელმწიფო გრანტის მიღება
თუ 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებ და, ამავე დროს,
CIU პირველ ნომრად გექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური
პირველი წლის განმავლობაში სრულად დაგიფინანსდება, ასევე მიიღებ
ლეპტოპსა და 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.
ზემოთ აღნიშნული შეღავათების გარდა CIU-ში მოქმედებს ოქროს ან
ვერცხლის მედალოსნებისთვის განსაკუთრებული პირობები თუკი სკოლა ოქროს
ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად
მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან, ვერცხლის მედალოსანი
სტუდენტები კი - 10%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნება
შემდეგი წლიდან კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
მაგისტრატურის დაფინანსება
დაბოლოს, გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, შიდა დაფინანსება
სამაგისტრო პროგრამებზეც მოქმედებს. თუკი საბაკალავრო საფეხური 3.5 და
მეტი GPA ქულით დაასრულე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების
შემთხვევაში CIU-ში 50%-იან შიდა გრანტით ისწავლი.
CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების
მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი
სისტემაა, რაც გულისხმობს გადახდას სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.
სწორად შერჩეული უნივერსიტეტი
და ბოლოს, რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან
უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ - სტუდენტობა
100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა;
საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები
დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და
მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება;
დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა;
სტიპენდიები და გრანტები - ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტი (115) და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები