ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის
საბავშვო ბაღებში მისულ აღსაზრდელებს, ტრადიციულად, ოთხჯერადი
კვება დახვდებათ.
მათთვის განკუთვნილი მენიუ შემდეგნაირად გამოიყურება:
საუზმე
ფაფა, ან პური კარაქითა და ყველით
წახემსება
ვაშლი და სეზონური ხილი
სადილი
წვნიანი - (კვირის დღეების მიხედვით)
- ქათმის ჩახოხბილი
- პიურე გუფთასთან ერთად
- ლობიო ზეთით
- კატლეტი წიწიბურით
- ყველიანი მაკარონი
-მოხარშული თევზი.
სადილს ემატება დესერტი, ორცხობილა და ტკბილეული, ჟელირებული
კანფეტი
სამხარი
(კვირის დღეების მიხედვით)
- ტაფამწვარი
- ფუნთუშა მაწვნით
- პური კარაქითა და ყველით ჩაისთან ერთად
- ფლავი ქიშმიშით
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს
განახლდება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია კი 2 სექტემბრიდან
დაიწყება.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია. 2018–2019 სასწავლო წელს
დაწესებულებებმა 10 000 მდე აღსაზრდელი მიიღეს.
ამავე
თემაზე:
ერთი დღე ბაღის მზარეულად - როგორ იკვებებიან ქუთაისის საბავშვო
ბაღებში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები