ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია
ორი სექტემბრიდან დაიწყება.
რეგისტრაციისთვის მშობელმა თან უნდა იქონიოს: ბავშვის დაბადების
მოწმობის დედანი; ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბავშვის ორი ფოტოსურათი(3/4) და მშობლების პირადობის მოწმობის
ასლები.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყების თარიღს, საბავშვო ბაღების
გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო პროცესის
განახლება 23 სექტემბერს იგეგმება.
"სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ვიწყებთ
ტრადიციულად. თუ 16-ში დაიწყო, ე.ი 23 დავიწყებთ ჩვენ"- ამბობს დავით
წიტაიშვილი.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია. 2018–2019 სასწავლო წელს
დაწესებულებებმა 10 000 მდე აღსაზრდელი მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები