პოლიტიკა
ქუთაისში, ერთ თვეში, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, ერთი თვის განმავლობაში, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა, ბოლო ერთ წელიწადში კი 3 720-ით. 

ერთ თვეში გაზრდილი რაოდენობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ქუთაისში, საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას  156 281 ამომრჩეველი შეძლებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ქალაქში 156 051 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი 152 561. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

"რაოდენობა გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 18 წელს მიღწეული პირებისა და ასევე, იმ ამომრჩევლების ხარჯე, რომლებიც  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ," - აცხადებენ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 

ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა მხოლოდ ქუთაისში არ მომხდარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის კი, მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა.

ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ხმა 65 000-მა ადამიანმა მისცა,  რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.