პოლიტიკა
გამოფენა, საიდანაც გასვლა აკრძალულია (ფოტო)
FaceBook
მხატვარმა ლია უკლებამ გამოფენა "გასვლა აკრძალულია" ჭიათურის მაღაროებსა და ქუთაისის სამკერვალო საწარმოში მომუშავე ქალებსა და ზოგადად, ქალის შრომას მიუძღვნა.
გამოფენა-აქცია გალერეა "ვარლაში" გაიმართა და ერთი დღე გაგრძელდა.

გამოფენას ორმაგი მიზანი ჰქონდა. იგი გამოხატავდა როგორც პროტესტს, ასევე პატივისცემას ქალის მძიმე შრომის მიმართ.

ორმაგ მნიშვნელობას იძენდა სათაურიც.გასვლა აკრძალულია ტრადიციით, რელიგიით, დაუწერელი კანონებით ნაგები სივრციდან და გასვლა აკრძალულია გამოფენიდან - სანამ არ გაიაზრებ ქალის მიმართ არსებული ყველა აკრძალვის სიმძიმეს.

გამოფენის საკვანძო სიმბოლოს წარმოადგენდა "ჯვარცმული კაბა". ერთგვარი მინიშნება ქალის გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ მსხვერპლზე. „ამ კაბას მკერავი ქალები კერავენ ერთ-ერთ ვიდეოში. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ტრადიციით დადგენილი ვალდებულებები და კანონები აიძულებს ქალს საკუთარი ბორკილები თავადვე დაამზადოს“, - ამბობს მხატვარი.



გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჭიათურელი მაღაროელი ქალების ნივთები, ბრუტალურისა და ფემინურის უჩვეულო სინთეზი. ჩანთა, პომადა და მაღაროელის ჩაფხუტი, რომელიც ყველაზე მაღლაა მოქცეული, თითქოს ფარავს და "ყლაპავს" სხვა ნივთებს. ინსტალაცია იმ რეალობის გამოხატულებაა რაშიც ჭიათურელი ქალების უმეტესობას უწევს ცხოვრება სხვის მიერ დაწესებული კანონების ჩრდილქვეშ.

ცხოვრების ამ წესს ინაწილებენ ბავშვები. დარაბზში გამოფენილი იყო ნახატი: პატარა გოგონა მშობლებს, როგორც კრავი ისე მიყავთ ნაცრისფერ გზაზე. თითქოს მისთვის უკვე გამზადებულია ცხოვრება - არჩევანის გარეშე.

"მაგრამ ბავშვის გამომეტყველება ჯიუტია. მას ეუბნებიან რომ გასვლა აკრძალულია, მაგრამ ის დანებებას არ აპირებს", - ამბობს მხატვარი.


გამოფენა, საიდანაც გასვლა აკრძალულია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.