რეგიონი
"ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ვახერხებთ" - ტყიბულში შეშის გაცემას ითხოვენ
FaceBook

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები მათთვის შეშის დროულ გაცემას ითხოვენ.


ადგილობრივების თქმით, ისინი შეშის მოპოვებას იმ მეთოდებით, რომლითაც გასულ წლებში იმარაგებდნენ, ახლა ვეღარ ახერხებენ. ტყიბულში მცხოვრები, თეონა ჯანელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შეშით მომარაგების მიზნით მან შესაბამის შეშის დამამზადებელს ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართა. თუმცა ე.წ. -მა შეშის დამამზადებელმა პირმა უთხრა, რომ ბილეთების გაცემა არაა დაწყებული და ვერ მოახერხებდა მის შეშით უზრუნველყოფას.

"ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ვახერხებთ. აქ ზამთარი უკვე სექტემბრიდან დაიწყო, გვინდა მოვიტანოთ შეშა და ეს ხალხი, ვისაც შეშა მოაქვს გვეუბნებიან, რომ ბილეთები არ არისო, რომ მოვჭრათო. მე პირადად ვთხოვე შეშის მოტანა და მითხრა, რომ ბილეთების გაცემა არაა დაწყებული და ვერ მოგიტანთო", - ამბობს ტყიბულში მცხოვრები, თეონა ჯანელიძე.

ადგილობრივების თქმით, პრობლემას ისიც ამწვავებს რომ ქალაქი სრულად გაზიფიცირებულიც არაა. თუმცა მათივე თქმით, ბუნებრივ აირზე გადასვლა მოსახლეობისთვის უფრო ძვირია, რადგან ისინი ერთ მანქანა შეშაში 570-600 ლარს იხდიან, გაზის გამათბობელი კი 100-120 ლარს წვავს თვეში.

ეროვნულ სატყეო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ შეშის დამამზადებელს არ აქვს შეშით უზრუნველყოფის უფლება და თითოეულმა ადამიანმა ხე-ტყის დამზადების ბილეთი "ლიბერთი ბანკში" თავად უნდა აიღოს. მათი განმარტებით, ამ ბილეთების მოპოვება კი, მხოლოდ იმ პირს შეუძლია ვისაც შეშით მომარაგება სურს.

"ამ ბილეთის საფუძველზე ხდება ხე-ტყის დამზადება. ამის შემდეგ სანამ დატვირთავ მანქანაზე ამ შეშას, ჩვენი ტყის მცველი წერს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს. მხოლოდ და მხოლოდ ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე ხდება მოსახლეობი შეშით უზრუნველყოფა. საბუთის გარეშე თუ ვინმე ამას ჩადის ან ჩადიოდა ესე იგი ეს ცალსახად უკანონო საქმიანობაა", - ამბობს ტყის სარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, გიორგი ხაბეიშვილი.

დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, დღესდღეობით ტყიბულის სატყეო უბნის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგების უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომია დაახლოებით 10 500 კუბური მეტრი მერქნული რესურსი მათ შორის, წინა წლების ნაშთი (გასაცემი რესურსი) შეადგენს დაახლოებით, 7 500 კუბურ მეტრს, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილი და გახსნილი ტყეკაფების მოცულობა დაახლოებით 3 000 კუბური მეტრია.

"საჭიროების შემთხვევაში და ტყეების ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სატყეო სააგენტო უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს დამატებითი ტყეკაფების გამოყოფას", - ამბობენ დეპარტამენტში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.