წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე ცოცხები
მიამაგრეს.
პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციაში ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ
მსგავსი შემთხვევა პირველი არაა და ეს უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.
"დღესაც მოხდა და ყოველთვის ხდება მსგავსი ფაქტები. გუშინ საკრებულოს
ყოფილ შენობაზე, სადაც პლაკატი იყო ცოცხი გააკრეს და გამოვიძახეთ
პოლიცია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე წყალტუბოს
ორგანიზაციაში, მამუკა საღარეიშვილი.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები "ევროპული საქართველოს" ბანერებზეც
ახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები