ჟურნალისტები თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხების აქტიური გაშუქების მიზნით გაერთიანდნენ
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს.
რეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტთა ნაწილი მათ მიერ შექმნილ ქსელში თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხების აქტიური გაშუქების მიზნით გაერთიანდნენ.
წესდების თანახმად, "ჟურნალისტთა ქსელი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" წარმოადგენს რეგიონალური განვითარების თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ქსელში გაერთიანებულ ჟურნალისტთა მხარდაჭერა და მათ შორის კომუნიკაციის პროცესის უზრუნველყოფა, არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოქმედ სხვა აქტორებთან თანამშრომლობა".
ქსელის შექმნას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრა და ორდღიანი ტრენინტი ჟურნალისტებისთვის, რომელიც კახეთში 24-26 მაისს გაიმართა.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი," გამართა, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო-ს" მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა" ფარგლებში. ჟურნალისტთა ქსელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.
ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებს თვითმმართველობის კოდექსის სიახლეები, თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის არსი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამული ბიუჯეტი და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების შესახებ კანონპროექტი გააცნეს.
მასალის გამოყენების პირობები