ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელი კვლავ ნინო ლიპარტელიანი იქნება.
ლიპარტელიანის კანდიდატურა კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად
სარეკომენდაციო საბჭომ წარუდგინა. მოქმედი ხელმძღვანელის გარდა
აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
ნინო ლიპარტელიანი თეატრს 2014 წლიდა ხელმძღვანელობს. ამჯერად იგი
სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოღვაწეობას კიდევ 4 წლით
გააგრძელებს.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები