წყალტუბოს ცენტრალურ პარკში საბავშვო ატარქციონებს სამშენებლო
ნარჩენებზე აწყობენ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ პარკში სამშენებლო
ნარჩენებით ტერიტორიაზე არსებულ ჭაობს ავსებენ, ტკეპნიან და შემდეგ
ატრაქციონებს ამონტაჟებენ.
სპეციალისტები სანიტარულ ზონებში "მშენებლობის შესახებ კანონის"
დარღვევზე მიუთეთებენ. ხოლო საკითხით ჩვენი დაინტერესების შემდეგ
წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ
სამშენებლო ნარჩენებზე ატრაქციონებს აღარ დაამონტაჟებენ.
წყალტუბოს მცხოვრებლების თქმით, სათამაშო ობექტების ასეთი
სახით მოწყობა კურორტის ზონაში
რადონულ წყლებს დააბინძურებს.
ქუთაისიპოსტი ადგილზე მისვლის მომენტში ატრაქციონების მოწყობა
მიმდინარეობდა, სადაც დასაქმებულმა მუშებმა განგვიმარტეს,
რომ ასეთი პრაქტიკა დასაშვებია და ეს სამშენებლო ნარჩენებზე სათამაშო
ობიქტების დამონატაჟება არანაირ პრობლემას არ
წარმოადგენს. მათი თქმით, პარკში უკვე ერთი
ატრაქციონია დამონტაჟებული და რამდენიმე დღეში კიდევ 9 ატრაქციონის
დადგმას გეგმავენ.
ინჟინერი ანზორ ბაბუნაშვილი ამბობს, რომ პარკი,
სადაც ატრაქციონები ეწყობა, კურორტის პირველი სანიტარული ზონაა, სადაც
მშენებლობის ყველა ტექნოლოგიური პროცესი დარღვეულია.
"ყოვლად დაუშვებელია პარკის ტერიტორიაზე იყოს სამშენებლო ნარჩენები,
ტექნოლოგიურად ყველა პროცესია დარღვეული, თუ როგორ არ უნდა მოეწყოს
ტერიტორია. რა თქმა უნდა, დასასვენებელი ადგილის მოწყობა შეიძლება,
თუმცა, არა იმ ფორმით, როგორც ახლა კეთდება," - ამბობს ანზორ
ბაბუნაშვილი.
ის ამბობს, რომ "სანიტარული ზონების შესახებ კანონი"
სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი მე- 7 მუხლი კრძალავს
ასეთ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელებზე რაიმეს დაშენებას.
"პირველ სანიტარულ ზონაში ნებადართულია მხოლოდ ისეთი ობიექტების
მშენებლობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მინერალური წლის
მოპოვებასთან, დასვენებასთან და მკურნალობასთან. ყველაფერთან ერთად,
მახინჯდება კურორტი, რადგან დაგეგმარების ფორმაა მიუღებელი. წყალტუბოს
ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს ეს. იმედი მაქვს კურორტს გამოუჩნდება
პატრონი და ყველაფერს ყურადღებას მიაქცევს," - განმარტავს
ინჟინერი.
"საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით და კერძოდ, 32 მუხლით
გათალისწინებულია რომ სამშენებლო მასალით, ან სხვა ინერტული
ნარჩენით გარემოს დანაგვანების შემთხვევაში შესაბამისი
პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა გამომდინარეობს იმ მოცულობდან, თუ
რა მოცულობის ნაგავითაა გარემო დანაგვიანებული, ამ დროს ოქმის
შედგენის უფლებამოსილება გააჩნიათ თვითმართველობის ორგანოებს," –
გვიხსნის იურისტი გიორგი სანტურიანი.
მისივე თქმით, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ვადებულია
თვითმმართველობამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სავარაუდო
ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის წარმოება და ფაქტის
დადასტურდების შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი ოქმი, რის
საფუძველზეც დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება.
ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, სამშენებლო
ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის
მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი,
ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული
ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.
"კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების
შესახებ კანონში" მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ საქართველოს კურორტებისა
და საკურორტო ადგილებისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები,
სადაც აკრძალულია სამუშაოები, რომლებიც აბინძურებს ნიადაგს, წყალს,
ჰაერს, ზიანს აყენებს ტყეებსა და სხვა მწვანე ნარგავებს, იწვევს
ეროზიულ პროცესებს, უარყოფითად მოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო
რესურსებზე და კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ
მდგომარეობაზე.
კურორტის უნიკალური წყლის დაბინძურების საფრთხეს გამორიცხავენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
პარკში ატრაქციონების მოწყობის თაობაზე, ნებართვა შპს "ორბიტაზე"
მიმდინარე წელს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაიცა.
თავდაპირველად გამგეობაში აცხადებდნენ, რომ ტერიტორიაზე ატრაქციონების
მოწყობა ყველა ნორმისა და კანონის შესაბამიმად მიმდინარეობდა და
ნარჩენების არსებობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა,
მოგვიანებით განმარტეს, რომ ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა უკვე
დაავალეს ატრაქციონის მოწყობაზე პასუხისმგებელი მოიჯარე შპს "ორბიტას"
წარმომადგენლობას.
"ატრაქციონების მშენებლობას გაცემულია ნებართვა მიწის თაობაზე,
მფლობელებს გაგზავნილი აქვთ ოფიციალური წერილი - წარმოსადგენი
დოკუმენტაციის ნუსხა, რისი წარმოდგენის შემდეგ ჩვენ ვცემთ ატრაქციონის
დადგმის ნებართვას. კონკრეტული სამშენებლო ნარჩენების დაყრის ფაქტზე
მეპატრონეს მიეცა გაფრთხილება. უკვე გატანილია ნარჩენების ნაწილი,
დარჩენილი მასა უახლოეს დღეებში უნდა გაიტანონ, წინააღმდეგ
შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება," - ამბობს წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან
ჩაკვეტაძე.
მათივე ცნობით, კურორტის პარკის სანიტარული ზონის ტერიტორია რაიმე
სამართლებლივი დოკუმენტით დღემდე არ არის განსაზღვრული და სწორეს
ამიტომ, მიმდინარეობს ქალაქის სივრცითი დაგეგმარება.
მასალის გამოყენების პირობები