ტყიბულში, უფასო სამრეცხაო გაიხსნა, სადაც სერვისით 100-მე ის
მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან.
სამრეცხაო კვირაში ორი დღე იმუშავებს.
სოციალური სამრეცხაო, ,,PIN"-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის
ფარგლებში გაკეთდა, სადაც გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამსახურის უფროსის პროექტმა გაიმარჯვა. 9 750 ლარის
ღირებულების პროექტში გამგეობის ფინანსური მონაწილოება 30%-ს
შეადგენს.
სამრეცხაოს გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდა.
ტყიბულის გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტი მიმდინარე წლის
ნოემბრამდე PIN-ის ფინანსური თანამონაწილეობით გაგრძელდება, ხოლო
შემდეგ მომსახურებას სრულად მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები