რეგიონი
„ძმას მამობას უწევდა“ - რას ჰყვებიან მშენებლობაზე დაღუპულ ტყიბულელ ახლგაზრდაზე
FaceBook
თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან 25 ივლისს გადმოვარდნილი ახალგაზრდა ტყიბულში ჩამოასვენეს. ოჯახის ახლობლებს უჭირთ იმაზე საუბარი თუ რას შეიძლება გამოეწვია უბედური შემთხვევა.

კოკა მიქიაშვილი უმცროს ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. მან ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა წლების წინ აიღო.  რადგან, მამა მაშინ გარდაეცვალათ, როცა პატარები იყვნენ. კოკა მიქიაშვილმა აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა.

ის ენერგეტიკოსი იყო და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. დეიდაშვილის თქმით, ოჯახს ეს შემოსავალი არ ჰყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა უმცროსი ძმის დასახმარებლად  მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა.

"ობოლი ბიჭი იყო, დედაც არ მუშაობდა. ძმა სწავლობდა, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა და ამიტომ გადაწყვიტა თვითონ ემუშავა, რომ ოჯახი შეენახა. ოჯახს გვერდით ედგა და ძმას მამობას უწევდა. ტყიბულში წამოსვლა და მუშაობა არც უცდია, რადგან მისი ძმაც თბილისში იყო და მის გვერდით ყოფნა არჩია.

უნივერსიტეტი რაც დაამთავრა, მას შემდეგ სულ მუშაობდა. კოკა მშრომელი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო, ყველას ძალიან უყვარდა და აფასებდა", - იხსენებს გარდაცვლილის დეიდაშვილი, აკაკი ფარცვანია.

კოკა მიქიაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც სიცოცხლე სამუშაო პროცესში, კერძოდ მშენებლობაზე დაასრულა. ამ და სხვა შემთხვევებშიც შესაბამისი უწყება ფატქზე გამოძიებას იწყებს. თუმცა, ამ დრომდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

ამავე თემაზე:

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ტყიბულში გადმოასვენებენ

თბილისში მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება



ეონა ჯანელიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.