ტყიბულში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდი, რომელიც
ქალაქთან 20 ოჯახს აკავშირებს, 20 ივლისს გაიხსნა.
მისი რეაბილიტაციისთვის ტყიბულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი
დაიხარჯა. გამაგრებითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია
შპს
"ამჯ ჯგუფმა" განახორციელა, რომელმაც სავალ ნაწილზე რკინა-ბეტონის
ფილა დააგო და ორივე მხარეს მოჯირები დაამონტაჟა.
ადგილობრივების განმარტებით, ხიდი სამი თვის წინ დაზიანდა.
"ეს ხიდი 70-იან წლებში გაკეთდა. თავის დროზე არ მოხდა კედლების
ჩასხმა და მხოლოდ ქვები დაალაგეს. მაგრამ 40 წელი კარგ მდგომარეობაში
იყო. დროთა განმავლობაში კი გაფუჭდა. ხიდი მწყობრიდან რამდენიმე თვის
წინ მთლიანად გამოვიდა, როცა მეზობელს დიდი სატვირთო მანქანით
სამშენებლო მასალა გადაჰქონდა. ამის შემდეგ მივმართეთ გამგეობას", -
ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები, გურამ დარსაძე.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ხიდი ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა
მოსახლეობასთან ერთად გახნა. წითელი ლენტი კი, ტყიბულის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაჭრა.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები