რეგიონი
"ორი-სამი დღე არ გვქონია წყალი" - ბაღდათში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემას უჩივის
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებას ხუთი წელია ითხოვს.
"უწყლოდ როგორ უნდა ვიყოთ. წვეთ-წვეთად მოდის წყალი. მეზობელი მეზობელს ეჩხუბება: მოკეტე კრანი, გამოუშვი ჩემთანაც წყალიო და ასეთი მდგომარეობაა. ზოგმა ძრავი ჩართო, ზოგს საშუალება არ აქვს  და არის დავა. ზაფხულში ძალიან ცუდ დღეში ვართ. ამ წუთში კი მოდის წყალი მაგრამ არ ყოფნის ხალხს 190-200 მოსახლე ვართ დამოკიდებული 60 ტონა წყალზე. ახლა აღარ გვყოფნის და ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენი სოფლის მკვიდრმა ნახა ზემოთ მთაში ისეთი წყლიანი ადგილი, სადაც შეიძლებოდა გაკეთბულიყო წყლის რეზერვუარი", - ამბობს სოფელ ფერსათის მაცხოვრებელი, ამირან ტუღუში.

წყლის პრობლემა აქვთ ასევე, სოფელ წითელხევის მოსახლეობასაც. როგორც ისინი განმარტავენ, წყალი, რომელიც მათ ახლა მიეწოდებათ სასმელად უარგისია და სწორედ ამიტომ  სასმელი წყლის მოსამარაგებლად მეზობელ უბანში უწევთ გადასვლა.

"მოდის მაგრამ დასალევად არ ვხმარობთ, რაღაცეები წამოყვა ხოლმე და შევიძულეთ. საჭმელზე და დასალევად არ ვიყენებთ. მეზობლიდან ვზიდავთ სასმელ წყალს. ყოფილა შემთხვევა ორი-სამი დღე არ გვქონია წყალი, ამიტომ როცა მოდის ვიმარაგებთ სარეცხისთვის, პირუტყვისთვის, ხან წვიმის წყალსაც ვაგროვებთ. ჩვენთან ჭა გავჭერით, მაგრამ წყალი არ ამოვიდა",  - ამბობს სოფელ წითელხევის მკვიდრი, ჯენარ სამსონიძე. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პროექტი შედგენილია და შპს "ნიუმშენთან" ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მუშაობა.

"პროექტი მოიცავს მაგისტრალური ქსელის მშენებლობას რკინის მილებით. კეთდება ორი რეზერვუარი. ერთი სოფელ შუბნის მთებში 50 ტონიანი და მეორე სოფელ შუბანში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 160 ტონიანი. მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტით ისარგებლებს მხოლოდ  მოსახლეობა, რომელსაც უკვე აქვს არსებული ქსელი. ეს არსებული ქსელი დაუერთდება ამ წყალსადენის ახლადგაკეთებულ წყალსადენის მაგისტრალურ სისტემას. ვეცდებით რომ სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე პროექტი დავასრულოთ", - განმარატვს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, კახა მსხვილიძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის ღირებულება  486 770 ლარს შეადგენს. 

თეონა წითაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.