რეგიონი
"სასწრაფოს ექიმი ხიდში ჩავარდა" - ბაღდათში საცალფეხო ხიდების გამაგრებას ითხოვენ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგანში მოსახლეობა საცალფეხო ხიდების რეაბილიტაციას ითხოვს.
სოფელ ქვედა ზეგანში, ე.წ. გუმბერიძეების უბანში არსებული ხიდი ერთადერთი გზაა, რომელიც მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებთან აკავშირებს.
ქვედა ზეგნის მცხოვრებლები განმარტავენ, საცალფეხო ხიდი, რომელიც მათ ერთ დროს საკუთარი სახსრებით ააგეს, შეკეთებას საჭიროებს.

"ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ. რამდენჯერმე წაგვართვა წყალმა და თავიდან ავაგეთ გაჭირვებით. ვისაც რა საშუალება ქონდა ის მოქონდა, ზოგს ფიცარი ზოგს რა და ზოგ რა. ხრეში, ცემენტი  და რკინები კი მოგვიტანეს მაგრამ ისევ ისე აწყვია. ცემენტი გაქვავებულია, აღარ გამოდგება, ტყუილად გააფუჭეს, ნაწილი დავასხით მილების ჩასაწყობად, მაგრამ მეტი ჩვენ ვეღარ ვქენით, დანარჩენი რაც არის კი ყრია აქ. ჩვენ სახნავ-სათესი მიწები წყალგაღმა გვაქვს და რანაირად გავაკეთოთ რამე.  ხიდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რამდენჯერ მეც კინაღამ გადავარდი. სანამ ვინმე არ შეეწირება ამ ხიდს მანამდე არ მოგვხედავს, ალბათ, არავინ" - ამბობს ჯემალ გუმბერიძე, ქვედა ზეგნის მკვიდრი.



მსგავსი პრობლემა აქვთ ზედა ზეგანშიც. მოსახლეობა განმარტავს, რომ  იქ არსებული საცალფეხო ხიდი ე.წ. წივწივაძეების უბნის ერთადერთი გზაა. გარდა ამისა, სოფლის დანარჩენ მოსახლეობას ეს ხიდი სახნავ-სათეს მიწებთან აკავშირებს.

მათი თქმით, ხიდს რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს, რადგან მხოლოდ ამ ხიდზეა დამოკიდებული რამდენიმე ოჯახი და განსაკუთრებით ის სამი მოსახლე, რომელიც მდინარის გაღმა ნაპირზე ცხოვრობს.

"მეზობელი ცუდად გაგვიხდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, თავისთავად ექიმი ხიდზე უნდა გასულიყო, რადგან მეტი გზა აქ არ არის.  ფიცრები, დიდი ხნის დაგებულია და სასწრაფოს ექიმი ხიდში ჩავარდა, ისე შეიქნა საქმე იმათმა კიდევ მეორე სასწრაფო გამოიძახეს. თავის დროზე ეს ხიდი თვითონ მოსახლემ გააკეთა, მერე რომ გაფუჭდა მთავრობა დაგვეხმარა, ახლა კიდე გაფუჭებულია და დაგვპირდნენ გაკეთებას. ბიჭებმა კი თქვეს მოვჭრით ხეებს და გავაკეთებთ, ცოტას მაინც შევავლებთ ხელსო მაგრამ ახლა ხის მოჭრაზეც ერთი ამბავია, არავის არ აქვს ჯარიმების გადახდის თავი და ვართ ამ დღეში. წვიმები და წყალდიდობა რომაა ხიდი ყირავდება, წვდება წყალი. ისეთი სიტუაციაა აქ წყალდიდობის დროს, ადამიანს რამე რომ უჭირდეს ვერაფრით მივეშველებით",  - ამბოს სოფელ ზედა ზეგნში მცხოვრები ლუიზა გორგოძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ  საცალფეხო ხიდების პრობლემა მათთვის ცნობილია და  მუშაობა მიმდინარეობს.

"2013 წლიდან დავიწყეთ ზრუნვა კონკრეტულ ხიდებზე. სოფლის პროგრამების თანხით გვინდოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. 2013 წლის სოფლის პროგრამის კრების ოქმით მისახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეძენილიყო მასალები და ამ მასალების გამოყენება მოეხდინა მოსახლეობას საკუთარი ძალებით, აეშენებიათ ახალი ხიდი. ნაწილი მასალებისა შეძენილია და დასაწყობებულია, სამწუხაროდ,   მოსახლეობამ ვეღარ მოახერხა, რომ თავისი შრომითი რესურსის გამოყენებით ეს პრობლემა გადაეწყვიტათ", - ამბობს ბაღდათის გამგეობის  კეტილმოწყობის სამსახურის უფროსი, კახა მსხვილიძე. 

მისი თქმით, მიმდინარეობს საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რის შემდეგაც, რამდენიმე კვირაში,  ტენდერი გამოცხადდება სამუშაოების შესყიდავზე. ბაღდათის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ საცალფეხო ხიდების  საკითხი მიმდინარე წლის სექტემბრის  დასაწყისისთვის მოგვარებული იქნება.  


თეონა  წითაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.