რეგიონი
შეუსრულებელი რეკომენდაციები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - დაჯარიმებული საბავშვო ბაღები ტყიბულში
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღიდან 7 დაჯარიმებულია. შესაძლოა მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან მიმდინარე წლის 23 მაისს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებული შემოწმება ამდრომდე გრძელდება.

სააგენტომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორი წლის წინ აღმოჩენილი დარღვევების გამოუსწორებლობის გამო დააჯარიმა. ტყიბულის გამგეობაში, რომლის დაქვმდებარებაშია ტყიბულის საბავშვო ბაღები, აცხადებენ, რომ 2015 წელს სააგენტოდან მიღებული შენიშვნების გათვალისწინება ფინანსების არ არსებობის გამო ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მუნიციპალიტეტს ახლა დარღევევის აღმოფხვრასთან ერთად, ბაღებისთვის ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის გადახდა ერთ თვეში მოუწევს.

საწყობი და ჭურჭლის შესანახი არის სრულად სარემონტო, რადგან არ იძლევა სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას; პერსონალის ტუალეტი არის სრულად სარემონტო, რადგან არ იძლევა ადვილად რეცხვა-დეზინფიცირების საშუალებას; ასევე სრულად არის სარემონტო ბავშვთა ტუალეტებიც;

სამზარეულოების, საწყობისა და ჭურჭლის შესანახი ოთახების კედლები, ჭერი, კარები და იატაკი არ არის ადვილად გასაწმენდი და საჭიროების შემთხვევაში არ იძლევა დეზინფიცირების საშუალებას; სამზარეულოსა და საწყობის ფანჯრებზე არ არის მწერებისაგან დამცავი, ბიზნესოპერატორმა ვერ წაარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 26 პუნქტიან დოკუმენტში აღნიშნა.

ირკვევა, რომ სააგენტოს ანალოგიური შენიშვები ქონდა 2015 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად. თუმცა, უწყება მაშინ მხოლოდ გაფრთხილებით და ხარვეზების გამოსწორების ვადის მიცემით შემოიფარგლა. საბავშვო ბაღებს დარღვევების გამოსწორება 2016 წლის სექტემბრამდე დაევალა.

ტყიბულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ემილია გაბრიაძე ამბობს, რომ იმის გამო, რომ ამ პეროდშიც ხარვეზების სრულად აღმოფხვრა ვერ შეძლეს, სააგენტოს ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

"თხოვნის საფუძველზე კვლავ გადავადებულ იქნა 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. 2017 წლის მაისში მორიგი ინსპექტირების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაგა-ბაღებს ხანდაზმული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დააკისრა ფულადი ჯარიმები", - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ემილია გაბრიაძე.

ტყიბულის გამგეობაში განგვიმარტეს, რომ 2015 წელს სურსათის ეროვნული საანგენტოს მიერ მიცემული შენიშვნების  სრულად გათვალისწინება ფინანსების არარსებობის გამო ვერ შეძლეს.

"ნაწილი სამუშაოებისა შესრულდა, ხოლო ნაწილი ჯერჯერობით შეუსრულებელი დარჩა ბიუჯეტის სიმწირისა და მათი მაღალი ხარჯთაღრიცხვის გამო", - განმგვიმარტეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების 2017 წლის ბიუჯეტი 823 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 180 000 ლარი საბავშვო ბაღების კვებას ხმარდება, 564 000 ლარი პერსონალის სახელფასო ფონდია, 15 000 ლარი გაერთიანების მიერ გრანტით მოპოვებული არასამთავრობო ორგანიზაციის თახაა, რომელიც გამიზნულად საბავშვო ბაღებში ინვენტარის (მაგიდების, საკამების, საწოლების) შეძენას უნდა მოხმარდეს, ხოლო სხვა ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა 64 000 ლარს შეადგესნ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ მწირი ხარჯები და საჯარიმო სანქციები გარკვეულწილად მიზეზი გახდა იმისა, რომ წელს მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღები აღარ იფუნქციონირებს. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი კი ივნისის ბოლოს დასრულდება.
რაც შეეხება, სააგენტოს მიერ საბავშვო ბაღების სრულად შემოწმებას, ვადები განსაზღვრული არ არის, მისი დასრულების შემდეგ  კი, ქუთაისიპოსტი სურსათის სააგენტო დასკვნას შემოგთავაზებთ. 

თუ როგორ გამოყურება საბავშვო ბაღები ტყიბულში ნახეთ ფოტორეპორტაჟი.



ამავე თემაზე:

ჩამონგრეული კედლები, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა - მდგომარეობა ტყიბულის საბავშვო ბაღებში (ფოტო)

ტყიბულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა



თეონა ჯანელიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.