იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი ვაკანსიას აცხადებს.
სამტრედიის გამგეობამ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
მთავარი სპეციალისტის, სამტრედიის ადმინისტრაციულ ერთეულში
გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში
სპეციალისტის, სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის
სპეციალისტის და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა
და კეთილმოწყობის სამსახურის
სპეციალისტის პოზიციებზე
კონკურსი გამოაცხადა.
გამგეობამ ოთხ ვაკანსიაზე კონკურსი მიმდინარე წლის
4
ივნისს გამოაცხადა, სადაც განცხადების შეტანის ვადა
22 ივნისს იწურება.
სამტერდიის გამგებელი, ვალერი ფოცხვერია ჩვენთან საუბარში
განმარტავს, რომ ამ დრომდე ამ პოზიციებზე თანმაშრომლები
ხელშეკრულებით ჰყავდათ აყვანილი. მისივე თქმით, ვაკანსიები
მუნიციპალიტეტების საჭიროების მიხედვით ცხადდება.
"კანონმდებლობაში 1 ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" ცვლილება
შედის, რანჟირების წესით ხდება საშტატო განრიგის განსაზღვრა. რომ
ვიყოთ მზად 1 ივლისისთვის ამიტომ გახდა ჩვენთან აუცილებელი ვაკანსიის
გამოცხადება. ვაკანსიები პერმამენტულად ცხადდება წლის დასწყისში,
შუაში, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მუნიციპალიტეტის მოთხოვნიდან
გამომდინარე ხდება ვაკანსიების გამოცხადება. ამას არჩევნებთან
არავითარი კავშირი არ აქვს", - განმარტავს ვალერი
ფოცხვერია.
გამგებლის ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 146
ადამიანია დასაქმებული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მსგავსად, ვაკანსიები უკვე
გამოაცხადეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისის მერიასა და
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
"საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი" ძალაში 2017 წლის 1
იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, 1 ივლისამდე გადაიწია. საჯარო
მოხელეები, ატესტაციის ჩაბარების ნაცვლად, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი
კანონმდებლობით 3 წელიწადში ერთხელ, მათი კვალიფიკაციის შემოწმების
მიზნით ტარდება, დამსაქმებელთან ყოველწლიური ანგარიშით წარსდგებიან.
იურისტების შეფასებით, ახალ კანონში ხარვეზებია, რომელიც უნდა
გასწორდეს.
კონკრეტუალდ რას ითვალისწინებს "საჯარო სამსახურის შესახებ
ახალი კანონი", რომელიც ძალაში
1 ივლისს შევა ნახეთ
ქუთაისიპოსტის სტატია.
ამავე თემაზე:
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია 6 პოზიციაზე
ვაკანსიას აცხადებს
ქუთაისის მერია 26 პოზიციაზე
კონკურსს აცხადებს
წყალტუბოს გამგეობამ 13 ვაკანსიაზე კონკურსი
გამოაცხადა
მასალის გამოყენების პირობები