დაცული ტერიტორიების სააგენტო საწურბლიას მღვიმეში ვიზიტორთა
ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას იწყებს.
სამუშაობის განხორციელებისთვის სააგენტომ მიმდინარე წლის 25 მაისი 659
450 ლარის ღირებულების ტენდერი (
NAT170005813) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმანტაციის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში
მდებარე საწურბილას მღვიმეში ვიზიტორთა მისაღების ცენტრი,
ამბულატორიული ობიექტი, გარე განათების სისიტება, მისანიშნებელი
დაფები და სხვა ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.
საწურბლიას მღვიმის მიმდებარედ, ასევე დაგეგმილია შიდა ტერიტორიის
კეთილმოწყობა.
"მღვიმეში მოხდება შიდა ბილიკების კეთილმოწყობა, ასევე მოეწყობა ორი
დარბაზი სადაც იქნება დასასვენებელი და აქტიური ზონა. სადაც ბავშვები
აქტიურად ჩაისუნთქავენ მღვიმის ჰაერს", - აცხადებს იმერეთის მღვიმის
ადმინისტრაციის დირექტორი ზაალ კვანტალიანი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაობის შესრულება ხელშეკრულების
გაფორმებიდან 150 დღეში უნდა უზრუნველყოს.
სახელმწიფო შესყიდვაში განცხადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 11
ივნისს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები