27 მაისს "ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების
ორგანიზებით და აქციის - "მოდი ღამე მუზეუმში" ფარგლებში,
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა უფასოდ ეწვიოს ტყიბულის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
აქცია 18:00 საათიდან დაიწყება და ღამის 1 საათამდე
გაგრძელდება.
საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდის
არაერთი ექსპონანტი, რომელიც არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ოკრიბის
ტერიტორიაზე, იქნა აღმოჩენილი.
აქცია "მოდი ღამე მუზეუმში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით ეწყობა.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები