ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამ პრეზიდენტის,
პარლამენტის თავმჯდომარისა და არასამთავრობო სექტორის გარეშე ჩაიარა.
შეხვედრა, რომელიც ნახევარი საათის
დაგვიანებით (10:30 საათზე დაიწყო), რამდენიმე
წუთის წინ დასრულდა.
შეხვედრა, რომელიც კულტურისა და შემოქმედების ცენტრის (ფეროს ყოფილი
კლუბი) შენობაში მიმდინარეობდა, საორგანიზაციო კომისიის წევრმა,
მამუკა მდინარაძემ გახსნა, რომელსაც შეკრებლი საზოგადოება ტაშით
შეეგება.
ცვლილების განხილვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და
საკრებულოს წევრები, "ქართული ოცნების" აქტივისტები, იმერეთის
სამხარეო ადმინსიტრაციის პირველი პირები, ზესტაფონის ადგილობრივი
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და მათ მიერ
ჩამოყვანილი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემა და მიწის გაყიდვა ეს ის
ძირითადი საკითხები გახლავთ, რომელზეც ორი საათის მანძილზე პაექრობდენ
მამუკა მდინარაძე და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი. ირმა ინაშვილმა
დამსწრეთა ყურადღება გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესზე
გაამახვილა.
"პირველ ადგილზე გასული მიიღებს აბსოლუტურად არასწორად,
არასამართლიანად დიდ რაოდენობას მანდატების და შეიძლება, მოიპოვოს
უმრავლესობა და საკონსტიტუციო უმრავლესობაც, რაც არ არის სწორი, არ
იქნება სამართლიანი. სამართლიანი იქნება ის, რომ ეს მანდატებიც
გადანაწილდეს პროპორციულად."
შეხვედრაზე აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ "ევროპული საქართველოს"
ლიდერი გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი. თავიანთი მოსაზრება
მოკრძალებით დააფიქსირეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,
მიზეზად კი საზოგადოების განწყობა დაასახელეს.
"მესმის რომ აქ შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის
აქტივისტები არიან, ამიტომ მოკლედ ვთქვი ჩემი სათქმელი" - განაცხადა
ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს გიგი წერეთელმა.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვებს
მამუკა მდინარაძე პასუხობდა. ძირითადი კითხვები მიწის გაყიდვის წესს
ეხებოდა.
შეხვედრაზე იყო რეპლიკები: " ქართული მიწა მხოლოდ ქართველებს
ეკუთვნით."
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა
ქუთაისიდან დაიწყო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს
ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა,
კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს
საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო
საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში
პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11
თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას
უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის
პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.
ამავე თემაზე:
მესხიშვილის
თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა
დაიწყო
"ქუთაისი
იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი" - ირაკლი
კობახიძე
"მმართველ
გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე
საქართველოში რეგიონები უნდა განვითარდეს - ირაკლი
კობახიძე
მამუკა მდინარაძე - ქორწინება არის ქალის და მამაკაცის
ერთობა
საკონსტიტუციო ცვლილებების
მორიგი განხილვა ზესტაფონში
გაიმართება
"ეს არის "ოცნების" პარტიული შეხვედრა" - ზესტაფონში
საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა იწყება
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები