"სახელმწიფოს ჩარევა
"ჯორჯიან
მანგანეზში" აუცილებელი გახდა, სხვა გამოსავალი არ იყო
ჰოლდინგი ან უნდა გაკოტრებულიყო ან ახალი მმართველი დაენიშნათ", - ასე
შეაფასა "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკა ჩიქოვანის
დანიშვნა, მისმა ყოფილმა მრჩეველმა გია ჯანდიერმა.
გია ჯანდიერი ნიკოლოზ ჩიქოვანის მრჩეველი იყო, როდესაც ის
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი იყო. ჯანდიერის
ინფორმაციით, საწარმოს მილიონობით დავალიანება
აქვს.
"საწარმოს 500 მილიონი ლარის დავალიანება აქვს. ჩემი აზრით,
სახელმწიფო უფრო ადრე უნდა ჩარეულიყო ამ პროცესებში. ეს
გადარჩენის ერთადერთი გზაა. პროცესები პოლიტიკური ხაზით მიდის,
სხვაგვარად ამ პრობლემის მოგვარება არ მოხერხდა. არ ვიცი რამდენად
საჭირო იყო ძველი აქციონერების გამოჩენა. ალბათ, უფრო ნეიტრალური
ადამიანი უნდა მოეძებნათ. თუმცა, ნიკა ჩიქოვანი საქმის მცოდნეა და
იმედი მაქვს რომ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს", - ამბობს
ქუთაისიპოტთან საუბარში გია
ჯანდიერი.
ნიკოლოზ ჩიქოვანი შპს "ჯორჯიან მანგანეზში", სპეციალური მმართველის
პოსტზე მიმდინარე წლის
11 მაისს დაინიშნა. ზესტაფონში ის საპარლამენტო
არჩევნების დროს გამოჩნდა და მხარს დამოუკიდებელ (რომელიც
ასევე, "ქართული ოცნების" კანდიდატად მოიაზრებოდა) მაჟორიტარობის
კანდიდატ ილია კოკაიას უჭერდა.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები