რეგიონი
"ურთიერთობები შესაბამის ინსტიტუტებთან დავალაგეთ" - ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა განაახლა
FaceBook
"ჩვენ ჩვენი ურთიერთობები შესაბამის ინსტიტუტებთან დავალაგეთ" - ეს განცხადება "ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ზაქარია ზალიკაშვილმა საწარმოს გაჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ზალიკაშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს მხოლოდ ის განმარტა, რომ დღეს ფეროსშენადნობთა ქარხანამ მუშაობა განაახლა და ქარხნის მუშები ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სამუშაო პროცესს.

თუმცა, რა გზით მოგვარდა არსებული პრობლემა და გადაიხადა თუ არა ქარხანამ 17 მილიონი ლარის  დავალიანება, ზალიკაშვილმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.
მან კომენატრი არც შესაძლო საკადრო ცვლილებებზეც გააკეთა. თუმცა, დაადასტურა რომ ფეროსშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გერეგა  ადგილზე არ იმყოფება. 

"რაში გაინეტერესებთ  სად არის. თავის საქმეზე არის წასული", - განგვიმარტა სატელეფონო საუბრისას ზაქარია ზალკაშვილმა.

საწარმოში დასაქმებულები ჩვენთან საუბარში ადასტურეებნ რომ მატ დაურეკეს და  ქარხანაში გამოსვლა 15 მაისს სთხოვეს. ამ დროისთვის კი,  მათი ინფორმაციით, ღუმელები ჩართეს.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საწარმომ მუშაობა მიმდინარე წლის 29 აპრილიდან ეტაპობრივად შეწყვიტა, ხოლო 5 მაისიდან ქარხანაში ყველა ღუმელი გამოირთო.

პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა მაჩიტიძის ინფორმაცით, ქარხანას 17 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, რის გამოც, ელექტროენერგია სრულად გაითიშა.

ეკა დუგლაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.