რეგიონი
სამტრედიის მოსახლეობა მდინარე ხევისწყალაზე კარიერის მოწყობას აპროტესტებს
FaceBook
სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში, მდინარე ხევისწყალაზე კარიერული სამუშაოები იწყება.


ჩინური კოპანია "სინოჰიდრო", რომელმაც მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალების ამოღების ლიცენზია მიმდინარე წელს მოიპოვა, ადგილზე კარიერის მოწყობითი სამუშაოების დაწყებას ერთ კვირაში გეგმავს.

სამტრედიის რაიონის ერთ-ერთი წყალუხვი მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალების ამოღებით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ვაზისუბნის მცხოვრებთა თქმით, სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, კალაპოტის დაზიანების რეალური საფრთხე არსებობს, რაც შემდგომში მოსახლეობას შეუქმნის პრობლემებს.

ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ კომპანია მდინარეს კალაპოტს შეუცვლის და სამუშაოებსაც დასაშვებზე მეტ სიღრმეზე აწარმოებს.

ვაზისუბნის მოსახლეობის შიში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტეში, ასევე მდინარეზე კარიერული სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, როსტომ თავაძე ირწმუნება, რომ კომპანია მდინარეს მხოლოდ ზედმეტი ქვა-ღორღისგან გაწმენდს. მისი თქმით, ინერტული მასალის ამოღება მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ მოხდება.

"პირიქით, ეს სარგებლის მომტანი იქნება მოსახლეობისთვის. კომპანია მდინარეს წლების განმავლობაში დაგროვილი ქვა-ღორღისგან გაწმენდს", - ამბობს როსტომ თავაძე.

მდინარე ხევისწყალას კალაპოტში, დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი ყოველი ძლიერი ნალექის დროს გროვდება. მდინარე ბოლო რამდენიმე ათეული წელია არ გაწმენდილა.

კომპანია "სინოჰიდრო" ირწმუნება, რომ პროექტით გათვალისწინებულ 5 წლიან ვადაში, კომპანია მდინარიდან მხოლოდ ზედმეტ მასას ამოიღებს, არც კალაპოტს შეცვლის და  სამუშაოებს მხოლოდ 1,5 მეტრის სიღრმეზე აწარმოებს.

"არც კალაპოტის შეცვლაზე და არც მდინარის დაზიანებაზე არ არის საუბარი. გავასწორებთ კალაპოტს და გავიტანთ მხოლოდ იმ მასალას, რაც დაგროვილია მდინარეში. გარდა ამისა, ამ სამუშაოებზე 50-დან 70-მდე ადგილობრივი მცხოვრები იქნება დასაქმებული", - ამბობს "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" ქართველი წარმომადგენელი, ზურაბ მეგრელიძე.

კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედს" საქართველოში რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. მან 2014 წელს გაკეთა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც კომპანიას ადგილობრივ მოსახლეობისგან სოფელ ვაზისუბნის მსგავსი პრობლემა შეექმნა.

"სინოჰიდროს", რომელიც ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ინერტული მასალის ამოღებით სამუშაობს ახორციელებდა, მოსახლეობა კანონდარღვევაში ადანაშაულებდა. მაშინ ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ კოპანიამ დასაშვებზე უფრო ღმად, 13 მეტრზე ამოიღო სამშენებლო მასალები მდინარიდან, რაც სოფელს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებდა.

"სინოჰიდროში" აცხადებენ, რომ მდინარე ხევისწყალადან ამოღებული სამშენებლო მასალით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობას მოამარაგებს. 

კოპანიას ადგილზე მუშაობის უფლება 5 წლის ვადით აქვს. სალიცენზიო პირობების თანახმად, მან ამ ხნის განმავლობაში, მდინარე ხევისწყალას კალაპოტიდან 490 000 კუბური მეტი ინერტული მასალა უნდა ამოიღოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.