ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის
მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა "თერჯოლამედის"
ქირურგმა თენგიზ ჭიქაბერიძემ, კანდიდატურა
მოხსნა.
"საქართველოსთვის" ტყიბულის ორგანიზაციის თავმჯდომარე მაკა შარვაძე
აცხადებს, რომ მათ თანაგუნდელზე ორი დღის წინ მმართველი პარტიის
მიერ ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც ჭიქაბერიძემ არჩევნებში
მონაწილეობაზე უარი თქვა.
"თენგიზ ჭიქაბერიძე იყო როგორც
მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ სიაში. ორი დღის წინ მასზე
"ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან
საკუთარი ნების წინააღმდეგ კანდიდატურა მოხსნა", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მაკა
შარვაძე.
მისი თქმით, საქმეში ჩართულია
პარტიის ცენტრალური ოფისი, რომელმაც უცხოურ სადამკვირვებლო
ორგანიზაციას ზეწოლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკვე
მიაწოდა.
თავად ჭიქაბერიძეს მომხდარზე
საუბარი არ სურს.
"ამ თემაზე არ მინდა
საუბარი", - გვითხრა სატელეფონო
საუბრისას ყოფილმა კანდიდატმა.
ტყიბულში ეს
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის
მხარდამჭერები მმართველ გუნდს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მსგავს
შემთხვევაზე საუბრობდა ტყიბულის მერიის თანამშრომელიც. ნელი ქარელი ამბობდა, რომ მის მიმართ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო,
რაც იგი გიორგი გახარიას პარტიის ადგილობრივ წარმომადგენელს
ტელეფონით ესაუბრა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები