კონკურსში 9
სკოლა მონაწილეობდა და სულ 11 ესე მომზადდა.
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ხონის
საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ესეების
კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების
მოსწავლეებს თემაზე: "ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია,
საქართველო და მე" ესე უნდა მოემზადებინათ.
კონკურსში 9 სკოლა მონაწილეობდა და სულ 11 ესე მომზადდა, რომლებშიც
წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მოლოდინი და მოსაზრებები იმ
პერსპექტივების თაობაზე, რაც ნატოში ინტეგრაციიდან გამომდინარეობს
ქვეყნისთვის და პირადად მისთვის.
ესეების კონკურში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი ხონის
ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლილე ონიანს ერგო, მეორე ადგილზე
ხონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ვერიკო გვალია, ხოლო მესამე ადგილზე
ხონის გოჩა-ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე, რაულ ბოკელავაძე
გავიდა.
გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა თათია მერკვილაძემ სამახსოვრო
საჩუქრები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები