რეგიონი
„გული არაფერზე მწყდება“ - საჩხერის გამგებელი 2015 წელს განხორციელებულ პროექტებზე
FaceBook
მალზახ ბაზაძის ინფორმაციით, განხორციელებული პროექტებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული.


"2015 წელს გავაკეთეთ იმდენი, რამდენიც თამამად შემიძლია ვთქვა, 10-15 წელია ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუკეთებებია საჩხერის მუნიციპალიტეტეში. თუმცა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვინდა. საქმე ყოველთვის უნდა გააუმჯობესო, წინ და წინ უნდა იარო, არა ინდივიდულაურად, არამედ გუნდურად. გული არაფერზე მწყდება, ნამდვილად", - ასე აფასებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ადგილობრივი მთავრობის მუშაობას.

სამუსიკო სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია, სავანის სასმელი წლის სისტემის მშენებლობა, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, გზების რეაბილიტაცია, სკვერების კეთილმოწყობა, ფასადების რეაბილიტაცია - ეს ის ძირითადი სამუშაოებია, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელდა.

საჩხერის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები გეგმაზომიერად სრულდება.

გამგებლის მტკიცებით, პროექტების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია, დანარჩენი 20 პროცენტი კი წლის ბოლომდე შესრულდება. მალზახ ბაზაძის ინფორმაციით, განხორციელებული პროექტებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას უფრო კრიტიკულად აფასებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საჩხერის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ზურაბ ცერცვაძე. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული არაფერი კეთდება.

"მართალი გითხრათ, არ ვარ ხოლმე საჩხერეში, თუმცა, ვესწრები საკრებულოს სხდომებს და რასაც ვხედავ განსაკუთრებული არაფერი კეთდება. დაწყებული სამუშაოები რომ დასრულდება, მაშინ უფრო შეგვიძლია შევაფასოთ ადგილობრივი მთავრობის მუშაობა", - განმარტავს ცერცვაძე.

საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი საჩხერის ადგილობრივ მთავრობას ურჩევს თვითკამყოფილებას არ მიეცენ და საქმე გააკეთონ.

რაც შეეხება, თავად ადგილობრივი მცხოვრებლების შეფასებას, მათი თქმით, საჩხერეში საქმე ახლაც კეთდება და აქამდეც კეთდებოდა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი იანვარში 7 670 000 ლარით დაიგეგმა. თუმცა, წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროქტებისთვის თანხები ორჯერ გაიზარდა, ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა ამ დროისთვის 17 500 0000 ლარს შეადგენს.
###

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო 28 წევრისგან შედგება. აქედან, 13 მაჟორიტარი, ხოლო დანარჩენი საკრებულოში პროპორციული სიით შესული დეპუტატი გახლავთ.

საჩხერის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოშო მანადატები ასე გადანაწილდა - "ნაციონალური მოძრაობა" ერთი წევრი ყავს, "თავისუფალ დემოკრატებს" -  ორი, ხოლო დანარჩენი კოალიციაში შემავლი პარტიების წარმომადგენლები არიან.

საკრებულოს აპაარტში შტატით 12 ადამიანია დასაქმებული, შტატგარეშე მხოლოდ ორი.

რაც შეეხება, საჩხერის გამგეობას, აქ ამ დროისთვის დასაქმებულია 143 ადამიანი. აქედან, შტატით - 132, ხოლო დანარჩენი ხელშეკრულებით აყვანილია.

საჩხერის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. გამგეობასა და საკრებულოს აპარატში სულ 156 ვაკანსია იყო. გამგებლის ინფორმაციით, აქედან რამდენიმე ადგილი კვლავ ვაკანტურია.

რაც შეეხება თავად კონკურსის მიმდინარეობას, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კონკურსის შედეგით ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ამის მიზედად "ნაციონალები" კონკურსის არაობიექტურად ჩატარებას ასახელებენ.

"გამგეობაში დაასაქმეს "ქართული ოცნების" აქტივისტები და მათი მხარდამჭერები", - განმარტავენ "ნაციონალური მოძრაობის" საჩხერის ორგანიზაციაში.

"კონკურსი ჩატარდა გამჭვირვალედ, რომელსაც ყოველთვის ეყოლება კმაყოფილი და უკმაყოფილო მონაწილე", - განმარტავს გამგებელი, მალხაზ ბაზაძე.


მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.