ტყიბულის მუნციპალიტეტის ბიუჯეტი 8 676 300 ლარია.
"2015 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 2 070 589 ლარის
ღირებულების შვიდი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი,
რომელთა დადებითი ეკონომიკური და სოციალური ეფექტები თითქმის
ერთმანეთის ტოლფასია", - აღნიშნავს ტყიბულის გამგებელი რობინზონ
გვენეტაძე განგეობის ერთი წლის მუშაობის შეფასებისას.
გამგებელი ერთ-ერთ პროექტს გამოყოფს - ტყიბულში მდებარე ოლიმპიური
სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის რეაბილიტაციას და მას
მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან აქტივობად მიიჩნევს.
"პროექტის განხორციელება იმთავითვე მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის
მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ჯანსაღი
წესის დამკვიდრებისა და სპორტის პოპულარიზაციისათვის. რეაბილიტირებულ
ობიექტზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ
სათანადო პირობები სრულფასოვანი დასვენებისა და ვარჯიშისათვის", -
ამბობს რობინზონ გვენეტაძე.
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის განხორციელებულ პროექტებს ადგილობრივ
ხელისუფლებას ნაკლებ აქტივობაში უთვლიან "ნაციონალური მოძრაობის"
ტყიბულის წარმომადგენლობის წევრები.
"ტყიბულს ბევრი რამ ჭირდება. ჩვენს მიერ დაწყებული პროექტებიც ვერ
მიიყვანეს ბოლომდე. გაზიფიცირება ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ახალი
ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თვეობით შეჩერებული იყო პროექტი", -
აღნიშნავენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
გაზიფიცირების პროექტის შეჩერებას არ ადასტურებენ გამგეობაში.
"ოპოზიციური პარტიების მიერ მოწოდებულ ინფორმაცია გაზით მომარაგების
პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება,
ვინაიდან ტყიბულის გაზიფიცირების პარალელულად მიმდინარეობს სოფელ
მუხურის გაზიფიცირება, რაც პირველ ეტაპზე დაქსელვითი სამუშაოების
განხორციელებას ითვალისწინებს. მომავალ წელს დაიწყება
გამრიცხველიანება ანუ უშუალოდ ოჯახების ბუნებრივი აირით
უზრუნბელყოფა", - განმარტავს გამგებელი.
ტყიბულის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო პროგრამა ,,გაზი
ყველა სოფელს"ეტაპობრივად ხორციელდება და 2017 წლის ბოლოსათვის
ტყიბულის მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება.
განხორციელებული პროექტები გულს ნაკლებად უჩუყებს ადგილობრივ
მოსახლეობას. ისინი უმუშევრობის პრობლემაზე საუბრობენ და დასაქმების
ერთადერთ წყაროდ მაღაროს ასახელებენ. "სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ
არსებობს",- ამბობენ ტყიბულელები.
"ტყიბულს უჭირს, არჩევნებამდე ყოველ დღე მოდიოდნენ, ათას რამეს
გვპირდებოდნენ,
თქვენი ცხოვრება
უკეთესი გახდებაო, გვეუბნებოდნენ. ახლა კი ერთს არ
შემოიხედავენ რომ გაიგონ როგორ უჭირს ხალხს", - აღნიშნავს ტყიბულში
მცხოვრები დალი ქემოკლიძე.
„დახმარება გვჭირდება, უმუშევრობაა და შიმშილის პირასაა ხალხი“, -
ამბობენ ტყიბულელები.
აქტივობებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიმართულებით გამგეობაში
მომავალი წლისთვის გეგმავენ. თუმცა აღნიშნულ აქტივობებში გულისხმობენ
მრავალბინიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციას, რამდენიმე სოფელში
გზებზე ბეტონის საფარის დაგებას და სხვა.
უმუშევრობის პრობლემაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიებიც და ტყიბულის
მაღაროებში დასაქმებულების შემცირებაზე მიუთითებენ. "ჩვენი
მმართველობის დროს მეტი ხელფასები იყო და მეტი ადამიანიც გახლდათ
დასაქმებული“, - მიაჩნიათ "ნაციონალებს".
საქანახშირი
(ჯი აი ჯი ჯგუფი)-ის წარმომადგენლების განმარტებით:
„დასაქმებულთა
რაოდენობა ცვალებადია. მუშახელის კლება ან მატება
დამოკიდებულია, ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მოთხოვნაზე. შესაბამისად ,
როგორც კი გაიზრდება ქვანახშირზე მოთხოვნა ,დასაქმებული მუშახელის
რაოდენობა გაიზრდება“, - აღნიშნავენ
კომპანიაში.
xxx
დასაქმების სხვა სივრცედ გამგეობას და (ა)აიპ-ებს ასახელებენ, სადაც
"ნაციონალური მოძრაობის" ტყიბულის წარმომადგენლების ინფორმაციით
კონკურსგავლილი ადამიანი დაიწუნეს და კონკურში მონაწილეობა ვისაც არ
მიუღია ის დანიშნეს კონკრეტულ პოზიციებზე. ამ ინფორმაციას არ
ადასტურებენ ტყიბულის გამგეობაში და ამბობენ, რომ ტყიბულის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები კონკურსის
წესით დაინიშნენ, ან გაიარეს ატესტაცია და ისე დარჩნენ ძველ
თანამდებობებზე.
"კონკურსის და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ტყიბულის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივითვი თმმართველობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო კომისია და ის მოიცავს რამდენიმე ეტაპს,
რომლის წარმატებით გავლა თითოეული კანდიდატისათვის სავალდებულოა.
თითოეული კანდიდატის შერჩევა მოხდა ინდივიდუალურად, ვაკანტური
ადგილისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისად, ის
ინფორმაცია, თითქოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პოლიტიკური
ნიშნით მოხდა კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა ან განთავისუფლება,
არ შეესაბამება სიმართლეს", - აღნიშნავენ გამგეობაში.
xxx
მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 118 თანამშრომელია, აქედან
7 საკრებულოში, 111 კი გამგეობაშია დასაქმებული. კონკურსი 2014 წლის
ნოემბერში ჩატარდა, რომლის შედეგად, საკრებულოს ერთი ახალი
თანამშრონელი შეემატა, გამგეობას კი 33. 35-მა თანმაშრომელმა
ატესტაცია გაიარა. აქედან 24 დარჩა ძველ პოზიციაზე.
დასაქმების ადგილად (ა)აიპ-ებიც მოიზრება. ტყიბულში 14 (ა)აიპ-ია,
სადაც 633 ადამიანია დასაქმებული.
გამგეობასა და საკრებულოს თანამშორმლებისთვის 2014-2015 წლებში გაიცა
81 800 ლარის პრემია.
ტყიბულის
მუნციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 8 676 300 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიეტში 10 თემი
და 46 სოფელია. მიმდინარე წელს მინიციპალიტეტში 23 აუქციუნი
გამოცხადდა, რომელთაგან მხოლოდ 3 შედგა.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო
ცენტრის პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის"
ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს"
მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო
კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს"
პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების
ხელშეწყობისთვის"
მასალის გამოყენების პირობები