რეგიონი
ხონში ახალი ბაღების მშენებლობას მაჟორიტარი დეპუტატი აპროტესტებს
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის 39 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ 15 სოფელში ფუნქციონირებს.

"სამი ახალი ბაღი ავაშენეთო. ვისთვის აშენებენ ამ ბაღებს? სოფელში ბავშვები არ არიან და ცარიელი ბაღი რად უნდათ? თუ მათთვის ააშენეს, ვინც აწი უნდა დაიბადოს, ვიდრე მათი ბაღის ასაკი დადგება, შენობა იმ დროისთვის ამორტიზებული იქნება. მოსახლეობას რაც სურდა, თანხები იმითვის უნდა გამოეყოთ" - ასე ემხაურება ხონის მაჟორიტარი დეპუტატი თვითმმართველობის მიერ სოფელ ძეძილეთში საბავშვო ბაღის მშენებლობას.

დავით ჭავჭანიძე, რომელიც ხონის მაჟორიტარად "ნაციონალური მოძრაობიდან" აირჩიეს, სოფლებში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დახარჯულ თანხებს "წყალში გადაყრილს" უწოდებს.

ხონის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საბავშვო ბაღი მიმდინარე წელს აშენდა, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს 2015 წელს 506 000 ლარი გადაეცა.

ახალი საბავშვო ბაღები სოფელ ახალბედისეულში, ძეძილეთში და დედალაურში აშენდა. ძეძილეთში აშენებული საბავშვო ბაღი 20 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ქუთაისიპოსტი ადგილობრივებს გაესაუბრა, რომელებიც აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღის აშენება სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა იყო.

"იმის გამო, რომ ბაღი არ გვქონდა სოფელში, ბავშვები ხონში დაგვყავს. თუკი აშენდება და ადგილზე ბაღი გვექნება, ბავშვებს უკვე აქ გადმოვიყვანთ და ჩვენც დავბრუნდებით სოფელში," - აცხადებენ ძეძილეთში.

ხონის მუნიციპალიტეტში სულ 39 სოფელია. აქედან, საბავშვო ბაღი მხოლოდ 15 მათგანში ფუნქციონირებს, სამი ბაღი კი თავად ქალაქ ხონშია.
საბავშვო ბაღები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 782 000 ლარით დააფინანსა. მუნიციპალიტეტის ბაღებში 900 აღსაზრდელის კვება 2-ჯერადად ხდებ, რაზეც საერთო დაფინანსებიდან 125 500 ლარი იხარჯება.

ბაღებში დასაქმებული 207 თანამშრომლის ხელფასებისთვის კი 594 400 ლარი გაიცემა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.