ხონის მუნიციპალიტეტში 60 ერთეული ტრაქტორის დანაკლისისთვის,
შესაძლოა, საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ საბჭოური წარმოების
ტრაქტორების დანაკლისი მიმდინარე წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის
შედეგად აღმოაჩინეს.
ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის
სამსახურის უფროსის, გელა ჩოგოვაძის ინფორმაციით, ინვენტარიზაცია
მუნიციპალიტეტში 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
"წლებია არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია იმის დასადგენად თუ რა ქონებას
ფლობს მუნიციპალიტეტი. გამოვლინდა, რომ ბალანსზე არსებული 60 ერთეული
ტრაქტორიდან ფიზიკურად არც ერთი არაა. ამ დროისთვის არის მხოლოდ 2
ტრაქტორი, რომელიც ამორტიზებულ მდგომარეობაშია," - აღნიშნავს გელა
ჩოგოვაძე.
მისივე ინფორმაციით, ტრაქტორების დანაკლისის შესახებ მუნიციპალიტეტი
სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები