რეგიონი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდინარე და გასული წლების ტენდერების სტატისტიკა
FaceBook
საჩხერის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამ წლის განმავლობაში 15 517 089 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
2013-2015 წლებში გამოცხადებული 216 ელექტრონული ტენდერიდან ყველაზე მეტი გასულ წელს  (94-ჯერ) გამოცხადდა. მიმიდინარე წლის იანვრიდან ამ დროისთვის კი სახელმწიფო შესყიდვა 75-ჯერ განხორციელდა.

2015 წელს გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის კატეგორიისაა. ამავე კატეგორიის შესყიდვა ჭარბობდა 2014 და 2013 წლებშიც.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად საჩხერის მუნიციპალიტეტში ტენდერი მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს გამოცხადდა (SPA 140013559). მუნიციპალიტეტმა 158 000 ლარად ერთი ერთეული ნაგვის გასატანი მანქანა შეისყიდა. სახელმწიფო შესყიდვა ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ჯეო თრეიდმა" განახორციელა. 2015 წლის მარტიდან კომპანია შავ სიაშია და ტენდერში მონაწილეობის უფლება ერთი წლით არ აქვს.

2013 და 2014 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ავეჯისა და ავეჯის აქსესუარების შესაძენად ტენდერი 6-ჯერ გამოცხადდა, რაშიც საერთო ჯამში 119 078 ლარი დაიხარჯა.

ავეჯის აქსესუარების კატეგორიაში მოხვდა 58 000 ლარის ღირებულების 100 ცალი სანაგვე ყუთის შეძენა, რომელიც შპს "ჯეო პარკმა" განახორციელა და ასევე, 35 ცალი სანაგვე ყუთის შესყიდვა, რომელიც შპს "არქმშენიXXI"- მა შეასრულა, რაზეც ბიუჯეტიდან 3 800 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება საოფისე ავეჯს, მუნიციპალიტეტმა მისი შესყიდვის ტენდერი 2013 წელს განახორციელა. ადმინისტრაციაში დასაქმებულთათვის შპს "მაკაგონისაგან" 9 678 ლარის ღირებულების სხვადასხვა კატეგორიის ავეჯის შეძენა მოხდა.

მიმდინარე წელს საჩხერეში ავეჯის კატეგორიის ტენდერი არ გამოცხადებულა.

2013 და 2014 წლებში სოციალურად დაუცველი 40 ოჯახის კვებაზე ტენდერის შედეგად 41 997 ლარი დაიხარჯა. შესყიდვა ორივე შემთხვევაში შპს "ჩიხურამ" განახორციელა.

რაც შეეხება სხვა შემსყიდველებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველაზე მსხვილ შემსყიდველთა შორის პირველ ადგილზეა შპს "არნაბი 21", რომელმაც 2013 წელს საჩხერეში 1 817 310 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების მშენებლობის სამუშაოები შეასრულა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყლის და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულა კიდევ ერთმა მხსვილმა შემსყიდველმა შპს "ნიუ კონსტრქშენმა", რომელმაც ბიუჯეტიდან 698 754 ლარი მიიღო.

მიმდინარე და გასულ წლებში საჩხერეში ხიდებისა და გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერების უმეტესობაში გამარჯვებულად გამოვლენილია შპს "გაბიონი 2000", რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან სარეაბულიტაციო სამუშაოებში 1 002 879 ლარი აქვს მიღებული.

მიმდინარე წელს კი ძირითად შემსყიდველებს შორის ლიდერობს სამაუწყებლო კომპანია "იმერვიზია", რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.