რეგიონი
„ვერ ვამტკიცებთ, რომ თვითდასაქმებულები ვიყავით“ – უმუშევრად დარჩენილი ოჯახი ტყიბულში (ვიდეო)
FaceBook

ტყიბულში, სოხაძეების რვასულიანი ოჯახი, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დაბრუნდნენ, უმუშევრები დარჩნენ.


სოხაძეების ოჯახის რამდენიმე წევრი  11 წელი თბილისში თვითდასაქმებულის სტატუსით მუშაობდა, დედა საცხობში იყო დასაქმებული, მამა და შვილი კი სხვადასხვა ობიექტზე ხელოსნებად მუშაობდნენ. სოხაძეები ახლა მთავრობისგან ფინანსური დახმარების მოლოდინში არიან, თუმცა, რადგან არსად იყვნენ რეგისტრირებული, ვერ ამტკიცებენ, რომ  სამუშაო ადგილები ნამდვილად დაკარგეს,  შესაბამისად, გაურკვეველია მათთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი.

ოჯახის დიასახლისი, ინგა სოხაძე აბობს, რომ მცირე დანაზოგიც გამოელიათ და ახლა შიმშილის ზღვ
რზე იმყოფებიან. მათი ერთადერთი შემოსავალი ასაკოვანი ბებიის პენსიაა. სოხაძეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ საკითხს  სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები წყვეტენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებაში კი გვითხრეს, რომ მთავრობისგან მითითებებს ელოდებიან.


„ჯერ არანაირი მითითება არ გვაქვს და ვეყრდნობით იმ ინფორმაციას, რაც მედიით ვრცელდება. 15 მაისისთვის უკვე იქნება მზად პორტალი, სადაც თვითდასაქმებულებს შეეძლებათ თავინთი მონაცემების გაგზავნა. ისინი კი  ვინც ამას ვერ შეძლებს, ჩვენთან დატოვებენ პირად მონაცემებს, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია“,–ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების უფროსი რამაზ გაბრიაძე.


მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 29 აპრილს წარადგინა. სამთავრობო გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად დაიყოფიან: ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები და ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არ არიან რეგისტრირებული.
პირველი კატეგორიის პირები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 150 000 –მდეა,  სახელმწიფოსგან 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას ავტომატურად მიიღებენ და მათ შემთხვევაში მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარდგენაა საკმარისი. რაც შეეხება არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს, მათგან სახელმწიფო ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენას ითხოვს. ამასთანავე, თვითდასაქმებულებმა მთავრობის პორტალზე www.moh.gov.ge, რომელიც 15 მაისიდან ამუშავდება, პერსონალური მონაცემები უნდა წარადგინონ.
მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების გაცემის საკითხს მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს სპეციალური კომისია  და გადაწყვეტილებას მიიღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.