რეგიონი
ზესტაფონში მოედნის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდება
FaceBook

ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს მიმდინარე თვის ბოლომდე ხელახლა გამოაცხადებს.


როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადბენ,  პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები უკვე აღინუსხა, ასევე განისაზღვრა მოედნის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებისთვის საჭირო სამუშაოებიც.

,,კომპანია, რომელიც ამ დრომდე მუშაობდა ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ მას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ახლა ცენტრალურ მოედანზე შესასრულებელი სამუშაოების აღრიცხვას დავესწარით და სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ, მერია სამუშაოების სრულყოფილად განხორციელებისათვის ტენდერს თავიდან გამოაცხადებს," - განმარტავენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ზესტაფონის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოებს, ტენდერის გზით შერჩეული შპს "ნიკარემსტრო" ახორციელებდა. 

ექვსთვიანი ხელშეკრულება ზესტაფონის მერიასა და "ნიკარემსტროს" შორის 2018 წლის აგვისტოში გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა 2019 წლის 26 აპრილს ამოიწურა..მითითებულ ვადებში, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. 


ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 635 000 ლარი იყო განსაზღვრული. 

ზესტაფონის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი, ტარიელ სახელაშვილი განმარტავს, რომ  სამუშაოების დასრულების ვადა კომპანიას ორი თვით გადაუვადეს, თუმცა სახელაშვილის თქმით, არც ორი თვე აღმოჩნდა საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად.

"მაგათ ჰქონდათ გეგმა-გრაფიკი, რომელიც დაარღვიეს და დაახლოებით 19 000 ლარით დაჯარიმდებიან", - ამბობს ტარიელ სახელაშვილი.

კომპანიაში ბრალდებებს არ ეთანხმებიან და სამუშაოების გაწელვის მიზეზად უამინდობას ასახელებენ. სამუშაოების მწარმოებელ, გოდერძი ბაბუაძის თქმით, თუ დასჭირდათ თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოში იჩივლებენ.


ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია მთელ პერიმეტრზე  ქვაფენილების დაგებას, შადრევანის, მწვანე ზოლის, განთებისა და სკულპტურების  მოწყობას  გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის აშენება.







ამავე თემაზე:


როგორი იქნება ზესტაფონის ცენტრალური მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტო)



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.