ტყიბულში კაცი ცოცხლად დაიმარხა. მეშახტე, ქვანახშირის კარიერში.
შინდაუბრუნებელის ნაწამებ
ცხედარს მხოლოდ მეზობლები დახვდნენ.
'' მარტოსული, საწყალი კაცი იყო.
უოჯახო. ერთი ძმა ყავს რუსეთში და ვიდრე ჩამოვა ჩვენ ვუპატრონებთ," –
ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები მეშახტეთა ნახევრადდანგრეული
კორპუსიდან.
კორპუსში სულ 5 ოჯახი ცხოვრობს, აქედან სამი მეშახტეთა
ოჯახია
55 წლის ნუგზარ ხვადაგიანი
ე.წ. სტალინის უბანში ქვანახშირის გარე მოპოვების
კარიერზე ჩამოშლილმა მიწის მასამ 27 მაისს
იმსხვერპლა.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მასთან ერთად კიდევ სამი მეშახტე
იმყოფებოდა.
"ქუთაისიპოსტმა" შემთხვევას გადარჩენილ მეშახტეებს მცდელობის
მიუხედავად ვერ მიაკვლია.
"ვიცით, რომ არ დაშავებულად, მაგრამ არ ვიცით ვინ არიან," – ამბობენ
ადგილობრივები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ტრაგედიის ადგილი –
კარიერი ე.წ. სტალინის
უბანში
გაურკვეველი რჩება, რატომ იმყოფებოდნენ მეშახტეები კარიერზე,
მაშინ როდესაც "საქნახშირის" განმარტებით, 2018
წლის 16 ივლისის შემდეგ (როდესაც საწარმოო შემთხვევას ოთხი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა) ტყიბულში ნახშირის
მოპოვებითი სამუშაოები შეჩერდა.
"საქნახშირის" ცნობით, კომპანიამ ამავდროულად ყველა კონტრაქტორ კერძო პირებთან შეაჩერა ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ.
"ასევე, კომპანიამ შესამაბის უწყებებს აცნობა გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც ჩვენი ინფორმაციით რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი," - აცხადებენ "საქნახშირში"."კომპანიამ წერილობით მიმართა უწყებებს,
რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების
ფაქტების აღკვეთის მიზნით. ამასთან კომპანიამ რამდენჯერმე
მიმართა ინდმეწარმეებს, შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები," -
განმარტავენ საქნახშირში.
ჩამოთვლილი გაფრთხილებების მიუხედავად, რატომ იმყოფებოდნენ მეშახტეები დახურულ კარიერზე, ამის გასარკვევად "ქუთაისიპოსტი" ე.წ. სტალინის უბანში არსებული კარიერის მეპატრონესთან, შოთა გურგენიძესთან სატელეფონო საუბარს შეეცადა. გურგენიძეს ოჯახის წევრის განმარტებით, ის მობილურ ტელეფონთან არ იმყოფება.
პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლის ნაცვლად, მომხდარი ტრაგედიის შესახებ პასუხების გაცემას გარდაცვლილი მეშახტის ნაცნობები შეეცადნენ და საკუთარ ვერსიებიც გვიამბეს.სხვებისგან განსხვავებით
არაფერშია დარწმუნებული, უბედურ შემთხვევას, თუ ფარულად მოპოვებით
სამუშაოებს შეწირული მეშახტეს მეგობარი.
ის უბრალოდ ნუგზარ ხვადაგიანთან გატარებულ წლებსა და შეხვედრის ბოლო
წუთებს იხსენებს.
,,ელმავლის მემანქანე იყო. წლების განმავლობაში ღირსეული ანაზღაურებისთვის ცვლებში მუშაობდა. კარიერზეც და მინდელის შახტაშიც. ორი დღის წინ სმენაში ერთად ვიყავით. ასე მითხრა, მერე ვეღარ მნახავო და შენი დაბადებისდღე წინასწარ ავღნიშნოთო. ზუსტად ჩემს დაბადების დღეს 27 მაისს გარდაიცვალა,“ – ამბობს მინდია ბჟალავა, რომელიც 12 წელია თავადაც მეშახტეა და აცნობიერებს შახტაში მუშაობის სიმძიმეს.
ქალაქში, რომლის შესასვლელშიც მეშახტეთა სადიდებელი ძეგლი დგას, მინდიას მსგავასად ყველამ იცის რომ მათი შრომა – სახიფათო შრომაა.
დანარჩენებივით იაზრებს თითოეული სამუშაო დღის რისკებს 30 წლის მეშახტე მერაბ ვერულაშვილი, მაგრამ სამი შვილის მამაა და ეს მისი არგუმენტია.
,,აბა ბავშვები რომ სახლში მელოდებიან რით გამოვკვებო. შახტა უფრო რთულია, კარიერი ადვილი. შახტაში ლიფტით 400 მეტრზე ჩადიხარ, შემდეგ კილომეტრებს ვაგონით. კარიერზე მაინც ზედაპირზე ხარ და არ გეშინია, ცას უყურებ,“ – ამობს მეშახტე მერაბი.კი
მერაბი 6 წელია შახტაში მუშაობს და აქაური "იერარქიაც" კარგად ესმის. გვიხსნის, რომ ყველაზე მძიმე შრომა მნგრეველის წილია. რადგან ის წინა ხაზზეა, მეტი ხიფათის პირისპირ. მომდევნო სიმძიმის შრომა ამფეთქებელზე და ბოლოს მემანქანეზე მოდის.
ხელფასებიც იერარქიის მიხედვით ნაწილდება : მნგრეველის ანაზღაურება 1200 ლარია, ამფეთქებელის 700, ხოლო მემანქანის 630 ლარი.
,,შიში ჩვენი პროფესიის ნაწილია. ხელფასი დაბალი, რისკები მაღალი. ასე იყო ვიდრე ვმუშაობდით, ახლა ესეც არ არის, ვიდრე შეჩერებულია,“ – ეთანხმება მერაბს ხვიჩა გაბელაშვილიც, რომელიც 17 წლის სტაჟიანი მეშახტეა და არაერთხელ უნახავს შიშის დიდი თვალები.
მეშახტეები კარიერზე არსებულ უსაფრთხოების პრობლემას ფინანსების სიმცირეს უკავშირებენ და ამას შემდეგი მათემატიკით ხსნიან.
,,ყველას უნდა მეტი მოგება დარჩეს. მაგალითად საქნახშირი კარიერზე მოპოვებულ ერთ ტონა ნახშირს 100 დოლარად ყიდის. მეიჯარეს, იგივე ქვეკონტრაქტორს კი იგივე ერთი ტონა წიაღისეულის მიწოდებაზე 50 ლარს უხდის. მეიჯარე ჩვენ ამ ერთი ტონის მოპოვებას 6 ლარად გვიფასებს,“ – ამბობენ მეშახტეები. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ნახშირი მოიპოვონ, მეტი ანაზღაურებისთვის.
მათივე თქმით, ამგვარი „ანგარიშით“ საბოლოო ჯამში მეშახტე ზარალდება.
,,თავის მხრივ მეიჯარემ მისთვის გადახდილი 50 ლარიდან ჩვენც უნდა მოგვცეს ხელფასი, ყველა ხარჯები დაფაროს და უსაფრთხოებაც დაიცვას. ეს კი არ არის საკმარისი,“ – ამბობენ მეშახტეები.
მათივე თქმით, წიაღისეულის მოპოვების დროს უსაფრთხოების ერთ–ერთი მთავარი წესი გვირაბის კედლების ე.წ. ბიგებით (ხეებით) დამაგრებაა.
,,ვთქვათ ერთ მეტრიანი
გვირაბიდან ნახშირის მოპოვების დროს სამთო მასა რომ თავზე არ
ჩამოგეშალოს 6–7 ბიგია საჭირო, რაც ძვირია და ხშირად, იმის ნახევარი
ხეები გვაქვს გასამაგრებლად, რამდენიც რეალურადაა საჭირო,“ –
გვიხსნიან მეშახტეები. რომლებიც ამავდროულად იმაზეც სწუხან, რომ ახლა
აღარც ეს სამსახური აქვთ.
ტყიბულში სხვა დასაქმების ადგილის არ არსებობის გამო ჩიხში
მოქცეულ მეშახტეთა არჩევანი ორ საპირისპირო კითხვაზე გადის : შიმშილი,
თუ სახიფათო სამსახური.
მინდელის სახელობის
შახტში, მოპოვებითი
სამუშაოების დროს, 2016-2018
წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. დაობლდა 13 შვილი.
ამ მოვლენების პარალელურად "საქნახშირმა" სამუშაოები შეაჩერა. უცნობია
მისი კვლავ ამუშავების საკითხიც.
ქალქში კი სადაც მეშახტეთა სადიდებელი ძეგლი დგას არც სხვა ვინმეს
აქვს პასუხი.
Made with Visme Presentation Maker
მასალის გამოყენების პირობები