რეგიონი
თანამედროვე სტანდარტებს მოკლებული სამტრედიის საბავშვო ბაღები
FaceBook
საბავშვო ბაღებში თითქმის არ არსებობს თანამედროვე ინვენტარი და ავეჯი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
ბაღებში არ არსებობს გამართული სველი წერტილები და სამზარეულოები. ასევე, მოუწესრიგებელია პროდუქტის შესანახი ოთახები. საბავშვო ბაღებში თითქმის არ არსებობს თანამედროვე ინვენტარი და ავეჯი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ ბაღებში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა ეტაპობრივად გამოსწორდება.
"თანხების არარსებობის გამო, ამ ეტაპზე მოხდება მხოლოდ 6 ბაღის რეაბილიტაცია. მთლიანად ყველა ბაღში სარემონტო სამუშაოებს დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჭირდება," - განაცხადა სამტრედიის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ.
მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ხათუნა ახობაძე.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბაღებში სველი წერტილების, სამზარეულოების და პროდუქტის შესანახი ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სულ 22 ბაღია, აქედან 10 ბაღი თავად ქალაქშია, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტის 47 სოფლიდან 11 სოფელში ფუნქციონირებს.
მიმდინარე წელს სამტრედიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაზე 1 140 000 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან გაერთიანებაში დასაქმებულთა ხელფასებზე 338 000 ლარი იხარჯება, ხოლო ბაღებში დარეგისტრირებული 1500 აღსაზრდელის სამჯერად კვებაზე 240 000 ლარია გათვალისწინებული .
სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სულ 289 ადამიანია დასამებული, თავად გაერთიანებაში კი 17 თანამშრომელი მუშაობს.
დეა მანაგაძე




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.