საქართველოს პრეზიდენტი პრემიერთან ერთად წყალტუბოში რეგიონულ ფორუმს
ესწრება.
სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტისას რეგიონებში არსებულ
ტურისტულ პოტენციალეზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ძლიერ რეგიონებში. პრეზიდენტმა
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა წყალტუბოზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე
დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქზე.
"აქ წყალტუბოში ყველაზე კარგად ჩანს რა ტურისტული პოტენციალის
მატარებელია საქართველოს რეგიონები. ჩვენ ვდგავართ ოქროზე, მაგრამ არ
ვიცით როგორ გამოვიყენოთ. ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა დევს
სწორედ რეგიონებში, ამიტომ უნდა შევიმუშაოთ საშუალო და გრძელვადიანი
გეგმა, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე " - განაცხადა
პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა დღესვე ოკუპირებულ რეგიონებზეც ისაუბრა და
განაცხადა, რომ ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზა გადის ძლიერ
რეგიონებზე.
წყალტუბოში მიმდინარე რეგიონულ ფორუმზე, პრეზიდენტთა და პრემიერთან
ერთად , მიწვეული არიან სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის
დეპუტატები, გუბერნატორები და მერები, ასევე, ბიზნესმენები და
პოტენციური ინვესტორები.
მასალის გამოყენების პირობები