ვანის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ორი კომისიის ხელმძღვანელი შეიცვალა. პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები ჯაბა ბელთაძე და რომან თვალაბეიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო და კულტურისა და სპორტის კომისიის ხელმძღვანელობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს.
უმცირესობის წარმომადგენლები მათ გათავისუფლებას ირაკლი ალასანიას პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციის დატოვებას უკავშირებენ.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ გათავისუფლებულების ადგილას ის პირები დანიშნეს, რომელთაც უმრავლესობა "მათიანებად" თვლიდა.
"კვოტით ეკუთვნოდა ჩვენს პარტიასო, ასე ახსნეს საკრებულოში, ეს გათავისუფლება და ჩანაცვლება. მე კი ბიუჯეტის ქურდობა ეს მგონია, როდესაც მაღალხელფასიანი ადგილიდან დაბალხელფასიანზე გადაიყვან ადამიანს იმიტომ რომ "შენიანი" არ არის", - მიაჩნია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თორნიკე ერისთავს.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი აცხადებებს, რომ ბელთაძემ და თვალაბეიშვილმა განცხადება თავად დაწერეს და თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვეს.
"მიზეზები ჩემთვის უცნობია" , - აცხადებს ალექსანდრე ლილუაშვილი.
"ქუთაისიპოსტი" თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ისინი სატეეფონო ზარებს არ პასუხობენ. ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ჯაბა ბელთაზე და რომან თვალაბეიშვილი დიდი ხანია არ უნახავთ.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლი ზაზა ხურციძე ნაცნობობით კადრების დანიშვნის ბრალდებას უარყოფს. "დოკუმენტურად შემიძლია იმის დასაბუთება რომ კორუფციასა და ნეპოტიზმს ვანის მუნიციპალიტეტში ადგილი არა აქვს", -აღნიშნა ვანის გამგებელმა ზაზა ხურციძემ.
მასალის გამოყენების პირობები