ბიუროს უფროსის მოადგილის განმარტებით, გოგი ქავთარაძეს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს აქვს მოქალაქეთა მიღების დღეები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი ქავთარაძემ მიმდინარე წელს მხოლოდ 64 მოქალაქე მიიღო. აღნიშნული მონაცემები გოგი ქავთარაძის ბიუროს სარეგისტრაციო ჟურნალში არის მითითებული. ბიუროს უფროსის მოადგილის, ნინო მჭედლიძის განმარტებით, მაჟორიტარ დეპუტატს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს აქვს მოქალაქეთა მიღების დღეები.
"რა თქმა უნდა, თუკი პარლამენტში სესიები ან კომიტეტის სხდომები არ არის. სხვა შეთხვევაში ჩამოდის ხოლმე", - ირწმუნება ნინო მჭედლიძე.
მაჟორიტარის დეპუტატის ბიუროში განმარტავენ, რომ მოქალაქეები დეპუტატს ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე მიმართავენ.
გოგი ქავთარაძე ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატად კოალიცია "ქართული ოცნებიდან" 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს. ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, უკეთეს დეპუტატს ისურვებდნენ ზესტაფონისთვის.
"უკეთესი ჯობია", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მალხაზ ფოჩიაშვილი.
ზესტაფონის მცხოვრებლები ქავთარაძეს მოსახლეობასთან შეხვედრებს და აქტიურობას უწუნებენ. ადგილობრივები განმარატავენ, რომ მათი პრობლემებით ქავთარაძე ნაკლებად ინტერსდება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები