5 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შადრევნებთან, კლასიკური
მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა პიანისტი
დავით ალადაშვილი წარმოადგენს მუსიკალურ ტურნეს "პიანინო".
პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონს მიწვდეს ცოცხალი,
კლასიკური მუსიკის ხმა.
დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე
დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე
კონცერტს ჩაატარებს.
ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან
რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება
სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს
კლასიკურ მუსიკას.
კონცერტი 20:00 საათზე გაიმართება.
დასწრება უფასოა.
მასალის გამოყენების პირობები