ავტომანქანების შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ორ ავტომანქანას (სედანისა და ჯიპის ტიპის ავტომაქანებს) ყიდულობს. ავტომანქანების შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარის გამოყოფა მოხდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სედანის ტიპის ავტომანქანისთვის 11 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადეს, ხოლო ჯიპის ტიპის ავტომანქანისთვის 14 000 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული. ორივე ტენდერზე წინანადების მიღება დღეიდან დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ზაზა ძნელაძის განმარტებით, ავტომანქანებზე ტენდერი უკვე სამჯერ ჰოქნდათ გამოცხადებული და ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ. ამის მიზეზად ძნელაძე, მანქანების შესასყიდად განკუთვნილ ფასს ასახელებს.
" ეს არ არის კონკრეტული ადამიანისთვის განსაზღვრული, ეს მანქანები მუნიციპალიტეტს სჭირდება, რდგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სხვდასხვა ინფრატსრუქტურული სამუშაოები მიმდინარებს, რომელსაც დათვალიერება და ადგილზე მისვლა სჭირდება ", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გამგებლის მოადგილე.
ზაზა ზნელაძის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკი ამ დროისთვის ორ ავტომანქანას ითვლის. ძნელაძის განმარტებით, ორივე ავტომანქანა 90-იანი წლების გამოშვებისაა და უკვე მწყობრიდან გამოსულია.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები