ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ 2016-2017 წლებში 45 000 ლარის
ოდენების ფულადი საჩუქარი მიიღო.
2016 წელს
20 000 ლარი მას ძმამ და დეიდაშვილმა აჩუქა, ხოლო 2017
წელს
25 000 ლარი საჩუქარად ძმისგან მიიღო.
"არჩილ გოგსაძე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ" კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის
მონაცემებით "აქტიური" სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი
უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი
მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს, რაც საჯარო სამსახურის
ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების საფუძველი უნდა
გახდეს", - ნათქვამია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო
გამჭვირვლობა საქართველოს" კვლევაში.
2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გოგსაძე
ორ კომპანიაშია 50 %-იანი წლის მფლობელი, ხოლო ერთ-ერთში დირექტორის
პოზიცია უკავია. თუმცა, მისივე ცნობით, კომპანიებს საქმიანობა ამ
დროისთვის შეჩერებული აქვს. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის
ამონაწერის თანახმად, შპს „აგუნა” მოქმედი კომპანიაა, და სწორედ
მასშია რეგისტრირებული დირექტორად არჩილ გოგსაძე, რაც „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”
კანონს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მისი ბიზნესპარტნიორი ლევან
გოგსაძეა. საყურადღებოა, რომ ლევან გოგსაძეს 2016 წელს „ქართული
ოცნებისთვის” 37 950 ლარი აქვს შეწირული.
რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ მეორე კომპანიას, შპს „გრანდს”,
რეესტრში უკანასკნელი ამონაწერი 2017 წლის 11 მაისში ფიქსირდება,
რომლის მიხედვითაც არჩილ გოგსაძე კომპანიის მოქმედი მეწილეა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის
მიხედვით, მისი ოჯახის გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება
შემოსავალს.
კვლევის თანანხმად 2017 წელს ბაღდატის მერის შემოსავალი 52 882 ლარი,
ხოლო გასავალი 58 867 ლარი იყო.
არჩილ გოგსაძე ბაღდათის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე აირჩიეს. თუმცა, მანამდე (2016 წელს) იგი მერის
მოვალეობას
ასრულებდა.
ის 1990-1995 წლებში სარაგბო კლუბ "თბილისის"-ს შერკინების მეორე
ხაზში თამაშობდა. მას ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ფონდის აღმასრულებლი დირექტორის პოსტიც ეკავა.
მასალის გამოყენების პირობები