წყალტუბოში 2018 წელს ჯანდაცვის სკოლა გაიხსნას. ამ ეტაპზე კი,
სასწავლებლისთვის ადგილს არჩევენ.
სკოლის გახსნას საქართველოს უნივერსიტეტი გეგმავს. საკითხთან
დაკავშირებით წყალტუბოში დღეს საქართველოს უნივერსიტეტის
წარმომადგენლები ჩავიდნენ.
"ვიზიტის მთავარი მიზანია დავათვალიეროთ ადგილები და შენობები თუ სად
შეიძლება გაიხსნას ჯანდაცვის სკოლა. სკოლა, ერთის მხრივ, მოამზადებს
ახალ კადრს და მეორეს მხრივ, გადაამზადებს არსებულ კადრებს. სკოლაში
ისწავლიან უცხოელი სტუდენტები მათ შორის სირიიდან, ჩინეთიდან,
თურქეთიდან, ბალკანეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და აშ. საუბარია
პირველ ეტაპზე ასეულ სტუდენტზე. მეორე ეტაპზე კი სტუდენტების რიცხვი
საკმაოდ გაიზრდება და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ სტუდენტური საერთო
საცხოვრებლების გაკეთებაზე" , - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის
რექტორი კონსტანტინე თოფურია.
წყალტუბოში სწავლის მსურველებს "ჯანდაცვის სკოლა" საექთნო,
სამკურნალო-სარეაბილიტაციო, აკადემიური პროგრამებს შეისწავლიან.
ასევე, სასერთიფიკაციო კურსებს დასაქმებული მედ-პერსონალიც გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები