რეგიონი
ხარაგაულის რკინიგზის გვირაბში, სადაც აფეთქება მოხდა, მუშაობა განაახლეს
FaceBook
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც 22 იანვარს აფეთქება მოხდა, სამუშაოები  დღეს განახლდა.

მომხადრის შემდეგ  სამუშაოები შეჩერებული იყო, ხოლო ფაქტის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ.  

"ჩვეულ რეჟიმში განახლებულია მუშაობა. ეტაპობრივად შედიან ბიჭები, ჯერ არ არის დალაგებული ყველაფერი. თუმცა, სრულად, დაახლოებით ორ დღეში დალაგდება სიტუაცია. დასკვნას ჯერ არ გავცნობილვართ. უნდა ჩამოსულიყვნენ ჯანდაცვის სამინისტროდან, მაგრამ ვერ მოახერხესო და ველოდებით", - ამბობს ადგილზე დასაქმებული, გიორგი კიკნაველიძე. 

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, გვირაბის აფეთქებამდე, 15 იანვარს 60-მდე დასაქმებული გაიფიცა.   

"ადგილობრივი დასაქმებულის ცნობით: გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება, როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც, ეს ადამიანები მძიმედ დაშავდენ" - ნათქვამია პროფავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოები მუშებმა  18 იანვარს  განაახლეს. რადგან, უთხრეს რომ მათი მოთხოვნა ეტაპობრივად შესრულდებოდა. 


ამავე თემაზე:

აფეთქება ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში - დაშავებულია სამი მუშა

"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე

ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ

ხარაგაულში, სადაც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.