ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია ფილარმონიაში შეკრებას
მართავს.
პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გაცხადებით, არ აღიარებენ
არჩევნების შედეგებს.
"საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ვერ წაგვართმევენ
თავისუფლებას და ვერ წაგვართმევენ ღირსებას. ჩვენ ვნახეთ,
ნამდვილი, რეალური სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონესი. აი, რა
ვანახეთ ჩვენ 28 ოქტომბერს - დაშინება, მასშტაბური მუქარები,
კრიმინალების და ნარკომანების მორეკვა, რომ უბნების წინ
მდგარიყვნენ.
ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ.
საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს
და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც
იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ
იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და
მორალური ვალდებულებები არ გვაქვს," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები